ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის საძირკვლის საიზოლაციო სამუშაოები დაიწყო
სამუშაოები ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდში მშენებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარზე საძირკვლის საიზოლაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო.
სამუშაოები ტაძრის მშენებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია და საძირკვლის საიმედო დაცვასა და გამაგრებას ემსახურება. საიზოლაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მშენებლობა დაგეგმილი ეტაპების შესაბამისად გაგრძელდება.
მშენებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ზუგდიდის სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის დასრულების შემდეგ იგი მრევლს ღვთისმსახურებისა და ლოცვისთვის მიიღებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ვლაქერნობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.
0
0
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია
გერასიმე – ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი
ტაძრის აშენება
წმინდა ნიკოლოზი
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
16 ოქტომბერი 22:47
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
16 ოქტომბერი 13:39
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
16 ოქტომბერი 12:09