საპროტესტო აქცია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ორგანიზებით

5 ივლისი 15:38
666
საპროტესტო აქცია მშენებლობის წინააღმდეგ. ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია საპროტესტო აქცია მშენებლობის წინააღმდეგ. ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია

ზუგდიდში ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძართან დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ პარაკლისი და მშვიდობიანი აქცია გაიმართა.

ზუგდიდში, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინ, სადაც მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი ქრისტიანული სიწმინდის – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დაბრძანებაა დაგეგმილი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პროექტმა ადგილობრივი სასულიერო პირებისა და მრევლის პროტესტი გამოიწვია. ინფორმაციას ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ორგანიზებით, მშენებლობის ტერიტორიასთან მშვიდობიანი აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, სამშენებლო მოედნის წინ პარაკლისი აღავლინა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები, მრევლი და მოქალაქეები, რომლებმაც კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი უარყოფითი პოზიცია ტაძრის მიმდებარედ მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის მიმართ.

მათი განცხადებით, მსგავსი პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად დაჩრდილავს ზუგდიდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიწმინდეს და საფრთხეს შეუქმნის ქალაქის ისტორიულ, სულიერ და კულტურულ იერსახეს.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია აღნიშნავს, რომ ტაძრის მიმდებარე სივრცის დაცვა განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია და შესაბამის უწყებებს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სვეტიცხოვლის ტაძრის მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ