ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის საძირკვლის საიზოლაციო სამუშაოები დაიწყო

9 ივლისი 10:34
198
ზუგდიდის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში დაიწყო საძირკვლის საიზოლაციო სამუშაოები. ფოტო:  წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის გვერდი ზუგდიდის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში დაიწყო საძირკვლის საიზოლაციო სამუშაოები. ფოტო: წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის გვერდი

სამუშაოები ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდში მშენებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარზე საძირკვლის საიზოლაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო.

სამუშაოები ტაძრის მშენებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია და საძირკვლის საიმედო დაცვასა და გამაგრებას ემსახურება. საიზოლაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მშენებლობა დაგეგმილი ეტაპების შესაბამისად გაგრძელდება.

მშენებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ზუგდიდის სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის დასრულების შემდეგ იგი მრევლს ღვთისმსახურებისა და ლოცვისთვის მიიღებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ვლაქერნობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ