ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა გაცვლითი პროგრამის მოსამზადებელი ტრენინგი

2824
30 ივნისი 19:58
29
„ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა,-“ ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის (საზაფხულო ბანაკის) ლიდერების მოსამზადებელი ტრენინგი.ფოტო: საზუ „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა,-“ ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის (საზაფხულო ბანაკის) ლიდერების მოსამზადებელი ტრენინგი.ფოტო: საზუ

ტრენინგის დასკვნით ეტაპზე, მონაწილეებმა ერთობლივად დაგეგმეს საზაფხულო ბანაკის პროგრამა, განიხილეს აქტივობების შინაარსი, შესაძლო გამოწვევები და მათი მართვის გზები.

24–29 ივნისს პროექტის -„ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა,-“ ფარგლებში ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის (საზაფხულო ბანაკის) ლიდერების მოსამზადებელი ტრენინგი.

პროექტს ახორციელებს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით

ექვსი დღის განმავლობაში რვა ქართველმა და ოსმა ახალგაზრდამ ინტენსიურად იმუშავა ლიდერობის, ფასილიტაციის, გუნდურობის, ჯგუფური დინამიკის, ეფექტური კომუნიკაციის, კონფლიქტის მედიაციისა და ტრანსფორმაციის, ასევე არაფორმალური განათლების მეთოდებზე. თეორიული ცოდნა შერწყმული იყო პრაქტიკულ სავარჯიშოებთან, სიმულაციებთან, ჯგუფურ მუშაობასა და რეალური სიტუაციების ანალიზთან, რაც მონაწილეებს დაეხმარა ლიდერის როლის უკეთ გააზრებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში.

ლიდერების გადამზადება პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. სწორედ ისინი იქნებიან საზაფხულო ბანაკის ფასილიტატორები და ახალგაზრდების მთავარი მხარდამჭერები, რომლებიც იზრუნებენ უსაფრთხო, ინკლუზიური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნაზე. ამიტომ, ტრეინინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არა მხოლოდ ცოდნის მიღებას, არამედ ისეთი უნარების განვითარებას, რომლებიც ლიდერებს დაეხმარება თითოეული მონაწილის ჩართულობის, კეთილდღეობისა და პოზიტიური გამოცდილების უზრუნველყოფაში.
ტრენინგის დასკვნით ეტაპზე, მონაწილეებმა ერთობლივად დაგეგმეს საზაფხულო ბანაკის პროგრამა, განიხილეს აქტივობების შინაარსი, შესაძლო გამოწვევები და მათი მართვის გზები. ამ პროცესმა ლიდერებს შესაძლებლობა მისცა, კიდევ ერთხელ გააზრებულად შეეფასებინათ საკუთარი პასუხისმგებლობა და ერთიანი გუნდის სახით მომზადებულიყვნენ მომავალი ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამისთვის, რომელიც ივლისში, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართება 30 ქართველი და ოსი ახალგაზრდის მონაწილეობით.

მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ N5 პენიტენციურ დაწესებულებაში დეკორატიული მებაღეობის პროფესიული პროგრამა დასრულდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ