ნიცის წმინდა ნიკოლოზის სამრევლოს ახალი მოძღვარი ჰყავს

2824
15 ივნისი 11:16
19
ქ. ნიცის წმინდა ნიკოლოზის სამრევლო ქ. ნიცის წმინდა ნიკოლოზის სამრევლო

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, სამრევლოს წინამძღვრად იღუმენი ეფრემი (ჯოლოხავა) დაინიშნა.

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, წმინდა ნიკოლოზის სამრევლოში, საღვთო ლიტურგია აღასრულა იღუმენმა ეფრემმა (ჯოლოხავამ).

ლიტურგიის დასრულების შემდეგ არქიმანდრიტმა ანტონ კანდელაკმა მრევლს ოფიციალურად წარუდგინა იღუმენი ეფრემი, როგორც სამრევლოს ახალი მოძღვარი. თავად მამა ანტონმა, რომელიც 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა ნიცის ქართულ მართლმადიდებლურ სამრევლოს, მრევლს დაემშვიდობა და მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გამოჩენილი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე განიხილეს სამრევლოს სამომავლო გეგმები და მიმდინარე საკითხები. ასევე აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გავრცელებული განცხადებებისა და ბრალდებების შედეგად წარმოშობილი გაუგებრობები სრულად გაირკვა და აღმოიფხვრა.

სამრევლოს წარმომადგენლების განცხადებით, სასულიერო პირებს შორის არანაირი დაძაბულობა არ არსებობს და შეხვედრა ურთიერთპატივისცემის, ურთიერთშენდობისა და ქრისტიანული სიყვარულის გარემოში წარიმართა. მონაწილეებს საკუთარი მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

სამრევლოს საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, შეიქმნა 7-კაციანი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც მომავალში იზრუნებს სამრევლოს საჭიროებებსა და აქტუალურ საკითხებზე.

მამა ანტონმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა მრევლს ერთგულებისა და თანადგომისთვის და მათ ღვთის კურთხევა უსურვა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საფრანგეთში წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში სიწმინდეები მიაბრძანეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ