დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი ბრეტონეთსა და რენში საღვთო ლიტურგიას აღავლენს
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, 13 და 14 ივნისს საფრანგეთში მცხოვრები მართლმადიდებლები ერთობლივ ლოცვაზე შეიკრიბებიან.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი საფრანგეთის ქალაქებში — კემპერსა (Quimper) და რენში (Rennes) — საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
ლიტურგია ქ. კემპერში, ბრეტონეთის რეგიონში, შაბათს, 13 ივნისს, დილის 09:00 საათზე გაიმართება, ხოლო ქ. რენში — კვირას, 14 ივნისს, დილის 10:00 საათზე.
სამრევლო სიხარულით იწვევს ყველა თანამემამულესა და მართლმადიდებელ ქრისტიანს ერთობლივ ლოცვაზე დასასწრებად.
„ღმერთმა დალოცოს და განამტკიცოს ყოველი თქვენგანი“, — აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საფრანგეთში წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში სიწმინდეები მიაბრძანეს.