არქიმანდრიტი ანტონ (კანდელაკი): „ნიცის სამრევლოში დაძაბულობა არ არსებობს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“

2824
12 ივნისი 11:54
16
წმ.თამარ მეფის ტაძარი საფრანგეთში წმ.თამარ მეფის ტაძარი საფრანგეთში

სასულიერო პირი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება და მრევლს 13 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე მშვიდი და კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს.

ნიცის ქართული სამრევლოს დამფუძნებელი და მრავალწლიანი მოძღვარი, არქიმანდრიტი ანტონ (კანდელაკი), სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მასსა და მრევლს შორის არანაირი დაძაბულობა არ არსებობს.

მისი თქმით, დაპირისპირების შესახებ ცნობებს გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულად ავრცელებს, მაშინ როდესაც მრევლის დიდ ნაწილთან პირადი ურთიერთობა არც კი ჰქონია და მათი პოზიციები ხშირად მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციას ეყრდნობა.

არქიმანდრიტი ანტონი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობებს მამა პეტრე (ცაბაძის) შესახებ და განმარტა, რომ არასოდეს უთქვამს, თითქოს სასულიერო პირს მღვდელმოქმედება აკრძალული ჰქონდეს. მისივე განცხადებით, თუ ვინმე მსგავსი განცხადების არსებობას დაადასტურებს, მზად არის საჯაროდ მოიხადოს ბოდიში.

სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ საეკლესიო საკითხები სოციალური ქსელებითა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით არ უნდა წყდებოდეს და მრევლს მოუწოდებს, ყველა საკითხი ღია შეხვედრაზე განიხილონ, რათა სიმართლე დადგინდეს და ცილისწამება თავიდან იქნეს აცილებული.

არქიმანდრიტმა ანტონმა ასევე აღნიშნა, რომ 19 წლის განმავლობაში ეპარქიაში მსახურების პერიოდში მსგავსი ვითარება პირველად შეხვდა და განსაკუთრებით სამწუხაროდ მიაჩნია, რომ დაპირისპირების მცდელობა ეკლესიის წიაღში ვითარდება.

განცხადებაში იგი ხაზს უსვამს, რომ ნიცის სამრევლო მეუფე აბრაამის კურთხევით დაარსდა და წლების განმავლობაში თავად ემსახურებოდა 14 სამრევლოსა და ქართველ ემიგრანტებს, მათ შორის ნიცის მრევლს.

არქიმანდრიტი ანტონ (კანდელაკი) მრევლს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თავი შეიკავონ ემოციების, ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირებისგან და 13 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე ქრისტიანული სიყვარულით, ურთიერთპატივისცემითა და სიმშვიდით განიხილონ სამრევლოს მომავალი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საფრანგეთში წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში სიწმინდეები მიაბრძანეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ