თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

2824
19 მაისი 14:26
14
თბილისის სასულიერო აკადემია თბილისის სასულიერო აკადემია

კონფერენცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას ეძღვნება.

20 და 22 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას ეძღვნება.

კონფერენციის პლენარული სხდომა 20 მაისს, 13:00 საათზე გაიხსნება. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

22 მაისს კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს სხვადასხვა სამეცნიერო სექცია, მათ შორის: საეკლესიო სამართლის, ისტორიის, ენისა და ლიტერატურის, ძველი ქართული ლიტერატურის, ხელოვნებათმცოდნეობის, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის მიმართულებები.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან ხათუნა კალანდარიშვილი, ხათუნა ნიშნიანიძე და თამთა ფარულავა.

მჟკ წერდა, ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა ზუგდიდში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ