ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა ზუგდიდში

18 მაისი 10:28
225
მსვლელობა ზუგდიდში. ფოტო: მჟკ მსვლელობა ზუგდიდში. ფოტო: მჟკ

შეკრებილმა საზოგადოებამ საეკლესიო დროშებით, ბაირაღებითა და საზეიმო გალობით გაიარა ზუგდიდის ცენტრალური ქუჩები.

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2026 წლის 17 მაისს ზუგდიდში საზეიმო მსვლელობა მოეწყო. საკვირაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, სამეგრელოს სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირები და მრევლი ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. 

 შეკრებილმა საზოგადოებამ საეკლესიო დროშებით, ბაირაღებითა და საზეიმო გალობით გაიარა ზუგდიდის ცენტრალური ქუჩები.  საზეიმო მსვლელობა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძართან დასრულდა.

 მსვლელობის დასასრულს, სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირებმა ერთობლივად აღავლინეს საზეიმო სამშვიდობო პარაკლისი.

 საეკლესიო პირებსა და მრევლს შორის მსვლელობას შეუერთდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებიც.

მჟკ წერდა, დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი, - დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ