სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

19 მაისი 09:41
216
სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათერო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათერო ტაძარში

აფხაზეთში დაღუპული გმირები მოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდს სასულიერო პირები და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

პროცესი ხორციელდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ერთობლივი, ორმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში.

სულ გადმოასვენეს 11 მოქალაქის ნეშტი. 2 სამხედროა, ხოლო 9 მშვიდობიანი მოქალაქე. ოჯახების გადაწყვეტილებით, მათ სხვადასხვა რეგიონში, საგვარეულო სასაფლაოებზე სათანადო პატივით დაკრძალავენ. პანაშვიდს დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი , სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.

გადმოსვენებულთა შორის არიან: არჩილ შერია, ოთარ ვასაძე, იაგო ბზიკაძე, ავთანდილ მაკალათია, შალვა კოხია, სვეტლანა კოხია, შოთა შერია, ვახტანგ შერია, ომარ გოგია, გურამ ზარანდია და გულვერ გაგუა.

აღნიშნული ჰუმანიტარული მექანიზმი წლებია მუშაობს და მისი მიზანია 1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიება, იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, აჭარაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა.

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ