აჭარაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა

18 მაისი 21:27
234
აჭარის ტელევიზიის სქრინსოტი აჭარის ტელევიზიის სქრინსოტი

მონაწილეებმა სარფიდან ქობულეთის მიმართულებით ფეხით იარეს, ღონისძიება კი სამადლობელი პარაკლისით დასრულდა.

16 მაისს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აჭარაში საზეიმო მსვლელობა გაიმართა. მონაწილეები სარფიდან ქობულეთის მიმართულებით ფეხით გაემართნენ. მსვლელობას დეკანოზი იოანე ხეცურიანი მიუძღვოდა.

სასულიერო პირების განმარტებით, აღნიშნული მსვლელობა საქართველოს ეკლესიის საიუბილეო კომისიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილია და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს მოიცავს.

მათივე ინფორმაციით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა ეპარქიაში ყოველდღიურად ტარდება საღვთო ლიტურგიები, პარაკლისები და კულტურული ღონისძიებები.

დღევანდელი მსვლელობა ქობულეთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში დასრულდა, სადაც სამადლობელი პარაკლისი აღევლინა.

მოგვიანებით, ღონისძიების მონაწილეებმა ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში გადაინაცვლეს, სადაც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპეციალური პროგრამა გაიმართა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გვაქვს დღე სიხარულისა, - გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ