„დავითიანნისა“ და „ახალგაზრდა ლიდერთა აკადემიის“ წევრები თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს ესტუმრნენ
მოსწავლეები გაეცნენ სასწავლო პროგრამებს, დაესწრნენ პრაქტიკულ მეცადინეობებს და მონაწილეობა მიიღეს თეატრალურ სიმულაციებში.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოძრაობა „დავითიანნისა“ და „ახალგაზრდა ლიდერთა აკადემიის“ წევრებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები უნივერსიტეტის სასწავლო პროცესს, საგანმანათლებლო პროგრამებსა და თეატრისა და კინოს მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნენ.
განსაკუთრებული ინტერესი სტუმრებში სამსახიობო ოსტატობის სასწავლო პროცესმა გამოიწვია. მონაწილეები დაესწრნენ პრაქტიკულ მეცადინეობებს და დააკვირდნენ სცენის დადგმისა და პერსონაჟზე მუშაობის შემოქმედებით პროცესს.
ვიზიტი ინტერაქციული ფორმატით წარიმართა — მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს თეატრალურ სიმულაციებში, რამაც მათ ხელოვნების სამყაროსთან უშუალო შეხებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცა.
„დავითიანნი“ და „ახალგაზრდა ლიდერთა აკადემია“ მადლიერებას გამოხატავენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ ნაყოფიერი თანამშრომლობისა და ახალგაზრდებისთვის გაზიარებული მნიშვნელოვანი გამოცდილებისთვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში აბიტურიენტების მიღება იწყება.