სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დასკვნით ღონისძიება გაიმართა

2824
17 მაისი 09:26
21
მონაზონ ნინო სამხარაძეს გადასცეს დიპლომი. ფოტო: კულტურის სამინისტრო მონაზონ ნინო სამხარაძეს გადასცეს დიპლომი. ფოტო: კულტურის სამინისტრო

ღონისძიების მიზანია ახალგაზრდა მეცნიერებისა და ხელოვნებათმცოდნეების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა.

გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები საქართველოდან და უცხოეთიდან.
კონფერენციის დასკვნითი ღონისძიება გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და ფონდ „ქართული გალობის“ თანადამფუძნებელმა, ნანა გოთუამ გახსნა.
კონფერენციის მთავარი მიზანია ახალგაზრდა მეცნიერებისა და ხელოვნებათმცოდნეების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის აქტუალური საკითხების გარშემო საერთაშორისო აკადემიური დიალოგის გაღრმავება და კვლევით საქმიანობაში ახალი პერსპექტივების წარმოჩენა.


„ჩემთვის დიდად სასიხარულო და საპატიოა გალობის უნივერსიტეტის გვერდით დგომა. ამ უნივერსიტეტის შექმნაში ჩვენთვის ძვირფასმა და საყვარელმა, არაერთმა დიდმა ადამიანმა შეიტანა საკუთარი წვლილი, მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.
ქართულ ფოლკლორზე საუბრისას, რასაკვირველია, გვახსენდება ლეგენდარული ანზორ ერქომაიშვილი, ადამიანი, რომელმაც არა მხოლოდ ქართული ფოლკლორი გადაარჩინა, არამედ ახალგაზრდებსაც შეაყვარა ეს საქმე.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ქალბატონი მანანას ღვაწლი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა საგალობლის სწავლებისა და კვლევის დაწყებაში.
მჯერა, რომ გალობის უნივერსიტეტი კიდევ უფრო ძლიერი ცენტრი გახდება. ამ საქმის ერთგულებით ყველაფერს შევძლებთ - უნივერსიტეტსაც განვავითარებთ, ინფრასტრუქტურასაც მოვაწესრიგებთ და მომავალ თაობებსაც ღირსეულ გარემოს დავუტოვებთ“, - აღნიშნა თინათინ რუხაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებაზე კონფერენციის მონაწილე გამორჩეულ ახალგაზრდა მეცნიერებს ჯილდოები გადაეცათ.
კონფერენცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა.
ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში აბიტურიენტების მიღება იწყება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ