თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში აბიტურიენტების მიღება იწყება
2026-2027 სასწავლო წლისთვის სწავლება ყველა მიმართულებაზე უფასოა, საბუთების მიღება კი 17 აგვისტოდან დაიწყება.
თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აბიტურიენტთა მიღება გამოაცხადა. სასწავლებლის ინფორმაციით, სწავლება ყველა მიმართულებაზე სრულად უფასოა და დიპლომი აღიარებულია როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
საბაკალავრო საფეხურზე მოქმედებს ექვსი სასწავლო პროგრამა:
▪️ თეოლოგია
▪️ ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა
▪️ ქრისტიანული ფსიქოლოგია
▪️ საეკლესიო არქიტექტურა (ხუროთმოძღვრება)
▪️ ხატწერა
▪️ დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია
სასწავლებელს გავლილი აქვს ავტორიზაცია. თეოლოგიის პროგრამაზე მიიღებიან მხოლოდ ვაჟები, ხოლო დანარჩენ მიმართულებებზე სწავლა ხელმისაწვდომია როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის.
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სწავლის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. აბიტურიენტებისთვის სავალდებულოა მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება. პროგრამებზე ჩარიცხვა განხორციელდება შიდა გამოცდებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დაწესებული კომპეტენციის ზღვრის გადალახვის საფუძველზე.
შიდა გამოცდები მოიცავს:
▪️ ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლებს (ზეპირი)
▪️ საქართველოს ისტორიას (ზეპირი)
▪️ უცხო ენას (ტესტირება)
ხატწერის, რესტავრაციისა და საეკლესიო არქიტექტურის მიმართულებების კანდიდატები დამატებით ჩააბარებენ გამოცდას ხატვაში.
სწავლის ხანგრძლივობა ოთხ წელს შეადგენს. ბაკალავრიატის საფეხურზე მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის მქონე პირები.
საბუთების მიღება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე 2026 წლის 17 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დოკუმენტების გაგზავნა შესაძლებელია დისტანციურადაც ელექტრონულ მისამართზე:
[[email protected]](mailto:[email protected])
შიდა გამოცდები 3 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 14 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეს აღნიშნავს.