ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ალავერდელი მიტროპოლიტი დავით მახარაძე ეწვია
მეუფე დავითმა ივანე ჯავახიშვილის არქივისა და მემორიალური ნივთების გამოფენა დაათვალიერა.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვია ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი (მახარაძე). ვიზიტის ფარგლებში მან დაათვალიერა ცენტრში მიმდინარე გამოფენა, სადაც წარმოდგენილია დიდი ქართველი მეცნერისა და საზოგადო მოღვაწის, ივანე ჯავახიშვილის არქივი და მემორიალური ნივთები.
მეუფე დავითი განსაკუთრებული ინტერესით გაეცნო ექსპოზიციას, რომელიც ნათლად წარმოაჩენს ივანე ჯავახიშვილის მრავალმხრივ ცხოვრებასა და ღვაწლს. გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც მისი პირადი ჩანაწერები და წერილები, ისე უნიკალური დოკუმენტები და საგნები, რომლებიც მნიშვნელოვან ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.
ვიზიტისას ხაზი გაესვა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განსაკუთრებულ როლს ქართული სულიერი და სამეცნიერო მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 2026 წლის 28 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იმართება.