წმინდა სინოდის სხდომას მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება

2824
28 აპრილი 15:04
51
წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი) წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)

28 აპრილის სხდომაზე სამი საპატრიარქო კანდიდატის შერჩევაა დაგეგმილი.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე წმინდა სინოდის სხდომას არ ესწრება წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი).

ამ დროისთვის საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს, სადაც მღვდელმთავრები სამი საპატრიარქო კანდიდატის შერჩევაზე მსჯელობენ. აღნიშნული კანდიდატები შემდგომში საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას წარედგინება, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს.

მიტროპოლიტ ზოსიმეს სხდომაზე არყოფნის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 28 აპრილს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება სადაც დასახელდება საპატრიარქო კანდიდატები.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ