2026 წლის 28 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იმართება

28 აპრილი 11:49
369
საქართველოს საპატრიარქო საქართველოს საპატრიარქო

სინოდის წევრებმა ფარული კენჭისყრით უნდა შეარჩიონ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამი კანდიდატი.

კანდიდატების გამოსავლენად 39 მღვდელმთავარი იკრიბება. ამავდროულად, საპატრიარქოსთან შეკრებილია მრევლი ან სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც სინოდის გადაწყვეტილებასა და მიმდინარე პროცესებს ადევნებენ თვალს.

 სინოდის წევრები ფარული კენჭისყრით გამოავლენენ სამ კანდიდატს, რომელთაგან ერთ-ერთი გახდება საქართველოს შემდეგი პატრიარქი.  კანდიდატი უნდა იყოს ეროვნებით ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი და ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება. სინოდი მოიცავს ეკლესიის ყველა მმართველ მღვდელმთავარს (ამჟამად 39-დან 46-მდე წევრს). განიხილავს და წყვეტს უმნიშვნელოვანეს დოგმატურ, კანონიკურ, ადმინისტრაციულ და სამეურნეო საკითხებს. 

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება ოფიციალური განჩინება, სადაც მითითებული იქნება მიღებული გადაწყვეტილებები და დასახელებული კანდიდატების ვინაობა. 

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კათოლიკოს პატრიარქი გაიხსენეს სნოში - ილია მეორის მშობლიურ სოფელში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ