საკვირაო სკოლაში ბავშვთა და მშობელთა საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

2824
06 აპრილი 20:34
13
ბავშვთა და მშობელთა ოჯახური გუნდური პირველი ჩემპიონატის მონაწილეთა და გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება. ფოტო: წმ.თამარ მეფის ტაძარი საფრანგეთში ბავშვთა და მშობელთა ოჯახური გუნდური პირველი ჩემპიონატის მონაწილეთა და გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება. ფოტო: წმ.თამარ მეფის ტაძარი საფრანგეთში

თამარიონნის საკვირაო სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე მონაწილეებს ნანუკა გაგუამ სიგელები, მედლები და თასები გადასცა.

5 აპრილს წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში არსებული საკვირაო სკოლის თამარიონნის ბავშვთა რიგით მეორე და მოჭადრაკე ბავშვთა და მშობელთა ოჯახური გუნდური პირველი ჩემპიონატის მონაწილეთა და გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში პატარა მოჭადრაკეებსა და მათ მშობლებს საპატიო სიგელები, მედლები და თასები გადასცა საჭადრაკო სკოლის ხელმძღვანელმა, ბავშვების მეგობარმა და მოტივატორმა, საფრანგეთის ხუთგზის ჩემპიონმა ჭადრაკში — ნანუკა გაგუამ.

ჩემპიონატი გამოირჩეოდა როგორც ბავშვებისა და მშობლების აქტიური ჩართულობით, ისე ოჯახური გუნდური სულისკვეთებით, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა.

ღონისძიების დასასრულს გადაწყდა, რომ მომავალი სასწავლო წლიდან საკვირაო სკოლასთან ჩამოყალიბდება ჭადრაკის შემსწავლელი სპეციალური წრე მშობლებისთვის. ინიციატივის მიზანია ოჯახების კიდევ უფრო დაახლოება, შვილებთან კომუნიკაციის გაძლიერება და ისეთი გამოწვევების დაძლევა, როგორიცაა ემიგრანტული ყოფა და გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული სირთულეები.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რუსთაველის თეატრში გაიმართა რობერტ სტურუას „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ნაწილის პრემიერა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ