17 წლის თათას სიცოცხლის გადასარჩენად საზოგადოების დახმარება სჭირდება

2824
06 აპრილი 20:26
17
17 წლის თათა, რომელსაც თქვენი დახმარება ესაჭიროება. ფოტო: თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი 17 წლის თათა, რომელსაც თქვენი დახმარება ესაჭიროება. ფოტო: თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

გულის მძიმე დაავადების გამო ახალგაზრდას თურქეთში სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება – საჭირო თანხა 35 000 დოლარია.

17 წლის თათას სიცოცხლის გადასარჩენად საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მოზარდს გულის აღმავალ აორტაზე სიმსივნური წარმონაქმნი აქვს, რომელიც მოძრავია და მის სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ექიმების რეკომენდაციით, აუცილებელია სასწრაფო ქირურგიული ჩარევა, რომელიც თურქეთში უნდა ჩატარდეს.

ოპერაციისთვის საჭირო თანხა 35 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც ოჯახისთვის მძიმე ტვირთია. სწორედ ამიტომ, ახლობლები და მხარდამჭერები საზოგადოებას სთხოვენ თანადგომას.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

მიმღები: თამარ სამხარაძე
პირადი ნომერი: 01651000214
საქართველოს ბანკი: GE30BG0000000610689281

მიმღები: ანა სამხარაძე
პირადი ნომერი: 01405050585
საქართველოს ბანკი: GE19BG0000000573837433

თიბისი ბანკი: GE49TB7389945061100100

თათას მხარდამჭერები აღნიშნავენ, რომ თითოეული ლარი მნიშვნელოვანია და ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია მისი სიცოცხლის გადარჩენა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ