რუსთაველის თეატრში გაიმართა რობერტ სტურუას „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ნაწილის პრემიერა

6 აპრილი 17:26
144
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე პრემიერაზე. ფოტო: საქართველოს კულტურის სამინისტრო კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე პრემიერაზე. ფოტო: საქართველოს კულტურის სამინისტრო

სპექტაკლი სანდრო ახმეტელის 140 წლის იუბილეს ეძღვნება და მაყურებელი მის ჩვენებას აპრილში კიდევ რამდენჯერმე იხილავს.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის — „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ნაწილის („ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“) პრემიერა გაიმართა.

საპრემიერო ჩვენებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე პირველ მოადგილესთან მაკა გურგენიძესთან და მოადგილე გიორგი მირცხულავასთან ერთად დაესწრო.

სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაზე სვიმონ ჯანგულაშვილმა და რობერტ სტურუამ იმუშავეს. დადგმაში გია ყანჩელისა და ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოებებთან ერთად გამოყენებულია ქართული საგალობლები და არაბული ტრადიციული მელოდიები. ქორეოგრაფია კოტე ფურცელაძეს ეკუთვნის.

კულტურის მინისტრის განცხადებით, წარმოდგენა რობერტ სტურუას მრავალწლიანი შრომის შედეგია და შოთა რუსთაველის გენიალური პოემის თანამედროვე, მასშტაბურ გააზრებას წარმოადგენს.

„მადლობას ვუხდი ჩვენს დიდ რეჟისორსა და შემოქმედებით გუნდს. სასიხარულოა, რომ მომავალში „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგი ნაწილის სასცენო ვერსიასაც ვიხილავთ,“ — აღნიშნა თინათინ რუხაძემ.

სპექტაკლი ქართული თეატრის ერთ-ერთ გამორჩეულ მოღვაწეს, სანდრო ახმეტელს, დაბადებიდან 140-ე წლისთავს ეძღვნება.

საპრემიერო ჩვენებები რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე 6, 7, 17 და 18 აპრილს გაიმართება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მარტვილში „წაჩხურობა“ 16 აპრილს აღინიშნება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ