სინოდის სხდომამდე: მეუფე ვახტანგი საპატრიარქო კანდიდატების ასაკსა და განათლების კრიტერიუმებზე საუბრობს
მიტროპოლიტის განცხადებით, განიხილება ასაკობრივი ზღვარი (40-70 წელი) და სავალდებულო თეოლოგიური განათლება.
ცურტაველმა მიტროპოლიტმა, მეუფე ვახტანგმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება მართვა-გამგეობის დებულების გადახედვა, მათ შორის საპატრიარქო კანდიდატებისთვის ასაკისა და განათლების კრიტერიუმების განსაზღვრა.
მისი თქმით, ასაკობრივი ზღვარი ამ ეტაპზე განიხილება მინიმუმ 40 წლიდან, ხოლო მაქსიმუმად – 70 წელი, თუმცა არ გამოირიცხება ამ ზედა ზღვრის გადახედვაც. „შესაძლებელია, 70 წლის ზღვარს დაემატოს გარკვეული ვადა — მაგალითად, კიდევ ორი წელი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ჩამოვყალიბდებით სინოდის წევრები,“ — აღნიშნა მეუფე ვახტანგმა.
მიტროპოლიტის განმარტებით, განათლების ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თეოლოგიურ განათლებას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასურველია კანდიდატს ჰქონდეს უმაღლესი საერო განათლებაც, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საღვთისმეტყველო განათლებას. „შეიძლება ადამიანს ჰარვარდი ჰქონდეს დამთავრებული, მაგრამ აუცილებელია თეოლოგიური განათლება,“ — განაცხადა მან.
მეუფე ვახტანგის თქმით, აღნიშნული საკითხები საჭიროებს როგორც სამართლებრივ, ასევე პრინციპულ განხილვას, რის შემდეგაც სინოდი საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებს.
დღეს, 12:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც აღნიშნული და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის გუმბათი მოზაიკით მოირთო.