მეუფე მიქაელი: „რაც კარგი იქნება, მივიღებთ“ — სინოდის სხდომა პროცესუალურ საკითხებს დაეთმობა

3 აპრილი 14:20
261
ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი. ფოტო: ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი. ფოტო:

საპატრიარქოში მიმდინარე სხდომაზე სამი კანდიდატის დასახელება, სავარაუდოდ, შემდეგ სინოდზე მოხდება.

საქართველოს საპატრიარქოში ამ წუთებში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას ეძღვნება.

სხდომის დაწყებამდე ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა მედიასთან განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ყველაფერს, რაც ღვთის ნებას შეესაბამება.

Блок - по темі (მთავარეპისკოპოსი ზენონი: პატრიარქობისთვის ასაკობრივი ზღვარი შეიძლება გადაიხედოს)

„მე ვუჭერ მხარს ყველაფერს იმას, რასაც ღმერთი ინებებს. რაც კარგი იქნება, ყველაფერს მივიღებთ, რაც ცუდი იქნება, რატომ მივიღებთ?! თქვენ ხომ იცით, რომ გაკეთდება განცხადება და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა,“ — აღნიშნა მეუფე მიქაელმა.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, დღევანდელი სინოდის სხდომა ძირითადად პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას დაეთმობა. მისივე თქმით, სამი კანდიდატის გამოცხადება სავარაუდოდ შემდეგ სინოდის სხდომაზე მოხდება.

საპატრიარქოს მხრიდან დამატებითი დეტალები სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქოსთან სინოდის წევრები იკრიბებიან.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ