ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის გუმბათი მოზაიკით მოირთო
სამუშაოები წარმატებით დასრულდა და ტაძარმა ახალი იერსახე შეიძინა.
ღვთის წყალობით, ზუგდიდში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის გუმბათის მოზაიკით გამშვენების სამუშაოები დასრულდა.
გუმბათის მოზაიკური გაფორმება ტაძარს განსაკუთრებულ სილამაზესა და სულიერ სიმბოლიკას სძენს, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს მის არქიტექტურულ და მხატვრულ ღირებულებას. აღნიშნული სამუშაოები ტაძრის განვითარების და სრულყოფის მნიშვნელოვანი ეტაპია.
მორწმუნეთათვის ეს ფაქტი განსაკუთრებული სიხარულისა და მადლიერების საფუძველია.
„დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა,“ — აღნიშნავენ სასულიერო პირები და მრევლი.
სამუშაოები 2026 წლის 2 აპრილს დასრულდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქოსთან სინოდის წევრები იკრიბებიან.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
16 ოქტომბერი 22:47
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
16 ოქტომბერი 13:39
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
16 ოქტომბერი 12:09