ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში გაიმართა შეხვედრა პროექტის „მოძღვრის საათი – შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში

31 მარტი 19:33
234
საგანმანათლებლო პროექტის — „მოძღვრის საათი – შეხვედრა მოძღვართან“ — ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა. ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი საგანმანათლებლო პროექტის — „მოძღვრის საათი – შეხვედრა მოძღვართან“ — ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა. ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი

შეხვედრა მიეძღვნა ილია II-ის ხსოვნას და ახალგაზრდებში სულიერი ღირებულებების განმტკიცებას.

30 მარტს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევითა და ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, საგანმანათლებლო პროექტის — „მოძღვრის საათი – შეხვედრა მოძღვართან“ — ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდა დარჩელის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი კონსტანტინე ხვიჩია.

ღონისძიება მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას და მის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ისტორიაში. შეხვედრაზე განხილულ იქნა პატრიარქის ცხოვრება და მრავალწლიანი მოღვაწეობა.

დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოჯახის ღირებულებებს, ეროვნულ ტრადიციებსა და სარწმუნოების საკითხებს. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რამაც მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას შეუწყო ხელი.

პროექტის მიზანია მოსწავლეებში სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების გაძლიერება, ეროვნული იდენტობის გაღრმავება და სწორი ცხოვრებისეული პრინციპების ჩამოყალიბება.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მოსწავლეები.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სიონის ტაძარს სახურავს შეუცვლიან — თბილისის განვითარების ფონდმა 1.3 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ