სიონის ტაძარს სახურავს შეუცვლიან — თბილისის განვითარების ფონდმა 1.3 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

31 მარტი 19:09
234
სიონის საპატრიარქო ტაძარი. ფოტო: მჟკ სიონის საპატრიარქო ტაძარი. ფოტო: მჟკ

რეაბილიტაცია 4 თვეში უნდა დასრულდეს და ტაძარი ახალი სპილენძის გადახურვით დაიფარება.

თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი „თბილისის განვითარების ფონდი“ სიონის საკათედრო ტაძრის სახურავის რეაბილიტაციას გეგმავს. ფონდმა უკვე გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე.

პროექტისთვის ბიუჯეტიდან 1.3 მილიონი ლარია გამოყოფილი. სატენდერო პირობების თანახმად, სარემონტო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს.

დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები მოიცავს როგორც ტაძრის, ისე სამრეკლოს სახურავის დაზიანებული ნაწილების განახლებას. კერძოდ, შეიცვლება ძველი და დაზიანებული ხის საყრდენი კონსტრუქციები (მოლარტყვის სისტემა), ხოლო ტაძარი ახალი სპილენძის მასალით გადაიხურება, რაც შენობას დაიცავს ნალექისა და ქარის ზემოქმედებისგან.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მეუფე ისაია პატრიარქობის შესაძლო კანდიდატურაზე: „ეს ჯვარია და არა სასიხარულო“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ