ჩხარში საკვირაო მსახურება მიტროპოლიტმა გიორგიმ აღავლინა

2824
12 იანვარი 11:27
15
ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი გიორგი. ფოტო: ეპარქიის გვერდი ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი გიორგი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა საკვირაო წირვა ჩხარის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში აღასრულა.

11 იანვარს, საკვირაო მსახურება ჩხარის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში მაღალყოვლადუსამღვდელესმა ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგიმ აღავლინა.

ჩხარის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია — არქიტექტორული ძეგლი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარში. ჩხარის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაშენია კარგად გათლილი ქვებით. კედლები დგას სამსაფეხურიან ცოკოლზე. ეკლესიას კარები სამი მხრიდან: დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. სარკმლები შიგნით გაფართოებულია. სულ რვა სარკმელია. აქედან სამი აღმოსავლეთით, ორ-ორი სამხრეთით და ჩრდილოეთით და ერთიც დასავლეთით. ეკლესიის დასავლეთის კარიბჭეზე ამოტვიფრულია სამშენებლო მხედრული წარწერა. „ჩყპ-სა აგვისტოსასა ტაძარის ესე აღვაშენეთ ფილიპე ბერეკაშვილმა და გიორგი აბესაძემ შემწეობითა ამ ეკლესის მრევლთადმი“.

ღვთისმსახურებას ტაძრის მრევლი და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. წირვის მიმდინარეობისას მეუფემ ლოცვა აღავლინა მრევლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 1798 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა საქართველოს მახვილი და ფარი ერეკლე II.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ