ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა სტეფანე პირველმოწამე დიაკონის ხსენების დღეს წირვა აღასრულა

2824
12 იანვარი 10:56
11
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი. ფოტო: ეპარქიის გვერდი ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

სტეფანე ხირსელის მამათა მონასტრის ტაძარში, რომელიც წმინდა სტეფანე პირველმოწამე დიაკონის სახელზეა ნაკურთხი, ეპისკოპოსმა მრევლს წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებით მიმართა.

2026 წლის 9 იანვარს ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა სტეფანე ხირსელის მამათა მონასტრის ტაძარში საღვთო ლიტურგია აღასრულა. ტაძარი წმინდა სტეფანე პირველმოწამე დიაკონის სახელზეა ნაკურთხი. ღვთისმსახურებას ადგილობრივი სამღვდელოების წარმომადგენლები და ტაძრის მრევლი ესწრებოდა.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ეპისკოპოსმა მრევლს ქადაგებით მიმართა:

,, სახელითა მამისათა და ზისათა და წმინდისა სულისათა. როგორც ვიცით ჩვენ ახლა ვიმყოფებით ხირსელის მამათა მონასტერში ხოლი ეს ტაძარი ნაკურთხია სტეფანე პირველომწამე დიაკონის სახელზე, რომელიც საოცარი ტაძარია. ძალიან კარგი ადამიანები ხართ და ყველას გვიხარია როდესაც აქ მოვდივართ.მამა ლაზერეს, მონასტრის საძმოს და თქვენ გილოცავთ ამ ძალიან დიდ დღეს. როგორც დღეს მოვისმინეთ სტეფანე პირველმოციქული ქრისტესთვის თავდადებული ადამიანი იყო, თუ ავიღებთ კიდევ ჩვენს ბერებს იოანე ზედაზნელს და 12 ბერს რომლებმაც წმინდა ნინოს მერე ხელხლა გააღვივეს ქრისტიანული სული, უდიდესი სიმდაბლე ქონდათ, ისინი ისეთი ადამიანები იყვნენ.

მშვიდობა მაშინ სუფევს ადამიანში როდესაც სულში გაქვეს ეს სიმშვიდე, იმაზე ფიქორბ თუ როგორ უნდა განვითარდე როგორ გაახაროტ ერთმანეთი, სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში ყოველდღიურად ვიღებთ კანონებს იმისთვის რომ რაღაცას არ დაუპირისპირდეს ადამიანი, ზოგი კანონი საჭიროა იმისთვის რომ სახელმწიფო არ ჩამოიშალოს.

ქრისტემ დაგვიტოვა სიტყვები ,,იყვარებოდეთ ურთიერთ არს“ როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, და ამით ცნონ სხვებმა რომ ჩემები ხართო. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ პირველ რიგში ქრისტიანებმა, იმ ხალხმა ვისაც პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნის მართვაზე და მთლიანად საქართველომ რათა ხელი შეუწყოთ ერთმანეთს. შეიძლება ჩვენი აზრები განსხვავდებოდეს, მაგრამ განსხვავებული აზრი არ ნიშნავს რომ დავჭამოთ ერთმანეთი. ვინც უფრო ჭკვიანია იმას მოეთხოვება ჭკუა და პასუხი. ჩვენც ბევრჯერ გაგვიკეთებია არასწორი რამ, მაგრამ ბედნიერია ის ადამიანი ვინც ამას შეინანებს და გაუყვება ქრისტეს წიაღს.“

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამოციქულო ეკლესია ნიკომიდიაში დამწვარ ოცი ათას მოწამეს მოიხსენიებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ