წალენჯიხაში მაცხოვრის მოზაიკური ნიშის კურთხევა და შობის ალილოს მსვლელობა გაიმართება
6 იანვარს მაცხოვრის მოზაიკური ნიშის კურთხევა, ხოლო 7 იანვარს – შობის დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციული „ალილო“ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით.
მიმდინარე წლის 6 იანვარს, 15:00 საათზე, ქალაქ წალენჯიხაში, ნიკო კვარაცხელიას სახელობის სკვერში, მაცხოვრის მოზაიკური ნიშის კურთხევის საზეიმო ცერემონია გაიმართება. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს, 12:00 საათზე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, გერასიმეს (შარაშენიძე) ლოცვა-კურთხევით, ტრადიციულად მოეწყობა „ალილოს“ მსვლელობა, რომელიც მაცხოვრის მოზაიკური ხატიდან დაიწყება.
ღონისძიების ორგანიზატორები ყველა მსურველს ეპატიჟებიან, რათა ერთობლივად აღავლინონ უფლისადმი სამადლობელი ლოცვა და შობის დღესასწაული სულიერი სიხარულით იზეიმონ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 93 წელი შეუსრულდა.