ხაშურის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია ეპისკოპოსმა სვიმეონმა აღავლინა

4 იანვარი 21:47
117
ეპისკოპოსი სვიმეონი. ფოტო: ეპარქიის გვერდი ეპისკოპოსი სვიმეონი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

საკვირაო მსახურება 2026 წლის 4 იანვარს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში ჩატარდა.

2026 წლის 4 იანვარს, საკვირაო მსახურებას ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი აღავლენდა ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში.

საღვთო ლიტურგია დილის 10:00 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურებას ტაძარში შეკრებილი მრევლი ესწრებოდა, რომლებიც ლოცვითა და სულიერი განწყობით მონაწილეობდნენ საკვირაო მსახურებაში.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ეპისკოპოსმა ქადაგებით მიმართა მრევლს და დიდი სიყვარულით და პატივისცემით მიულოცა 93_ე იუბილე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II_ს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამოციქულო ეკლესია დიდმოწამე ანასტასიას ხსენებას აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ