ილია II-ის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა – საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში

2824
26 დეკემბერი 2025 18:22
9
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი. ფოტო: მარგვეთისა და უბისის ეპარქია მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი. ფოტო: მარგვეთისა და უბისის ეპარქია

იუბილესთან დაკავშირებით წირვაში მონაწილეობა მიიღო მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა წმინდა სინოდის წევრ სხვა მღვდელმთავრებთან ერთად.

2025 წლის 25 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ინტრონიზაციიდან (აღსაყდრებიდან) 48 წელი შესრულდა.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღესრულა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), წმინდა სინოდის წევრ სხვა მღვდელმთავრებთან ერთად.

იუბილესთან დაკავშირებით, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ულოცავს მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 48-ე წლისთავს და უსურვებს ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და მრავალჟამიერ მსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლად.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სასულიერო პირებს „ღირებულებითი განათლებისა“ და სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების სერტიფიკატები გადაეცათ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ