სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი საპატრიარქო რეზიდენციაში იმყოფებოდა
მეუფე სვიმეონმა მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 48-ე წლისთავი მიულოცა.
ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი საპატრიარქო რეზიდენციაში ესტუმრა მის უწმინდესობასა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს.
მეუფე სვიმეონმა, სხვა სასულიერო და საერო პირთა წარმომადგენლებთან ერთად, გულითადად მიულოცა პატრიარქს აღსაყდრებიდან 48-ე წლისთავი და უსურვა სულიერი და ფიზიკური ძალების განმტკიცება, მშვიდობა და მრავალჟამიერი მსახურება ეკლესიისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ.
შეხვედრა სითბოსა და პატივისცემის გარემოში წარიმართა. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის მეოხებით, უფალმა დაიცვას, დაიფაროს და გვიდღეგრძელოს ჩვენი პატრიარქი, ქართული ეკლესიისა და ერის კეთილდღეობისთვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სასულიერო პირებს „ღირებულებითი განათლებისა“ და სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების სერტიფიკატები გადაეცათ.