ზუგდიდის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი

2827
24 ივლისი 14:58
25
ზუგდიდის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი. ფოტო: მჟკ ზუგდიდის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი. ფოტო: მჟკ

2021 წლის კურთხევის შემდეგ ტაძარი აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და ახალგაზრდულ პროექტებს.

ზუგდიდში წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის ისტორია ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით დაიწყო, ხოლო მისი მშენებლობა ქტიტორების — თენგიზ, ალექსანდრე და ვახტანგ ხარებავების თავდადებით განხორციელდა.

ტაძარი 2021 წლის 13 ნოემბერს ეკურთხა. ამ დღიდან მოყოლებული იგი არა მხოლოდ ლოცვისა და ღვთისმსახურების ადგილს, არამედ სულიერი, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენს.

ტაძრის საქმიანობა ქრისტიანულ მოძღვრებასა და ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას ეფუძნება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალგაზრდა თაობის სულიერ და ზნეობრივ აღზრდას. ამ მიზნით ტაძართან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა და რეგულარულად ტარდება სხვადასხვა შემეცნებითი პროგრამა, რომლებიც მრევლს ქრისტიანული სწავლების უკეთ გაცნობაში ეხმარება.

ტაძრის მისიის მნიშვნელოვანი ნაწილია სოციალური პასუხისმგებლობა. სხვადასხვა დროს იმართება საქველმოქმედო და გასვლითი ღონისძიებები, რომლებიც ურთიერთდახმარების, თანადგომისა და ქველმოქმედების ქრისტიანული პრინციპების განმტკიცებას ემსახურება.

აქტიურად ვითარდება ახალგაზრდული მიმართულებაც. საზაფხულო და ზამთრის სკოლები, კულტურული და შემოქმედებითი აქტივობები, ასევე წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდების დაახლოებას ეკლესიასთან, თაობებს შორის კავშირის გაძლიერებასა და საზოგადოების ერთიანობის განმტკიცებას.

ტაძრის საქმიანობის მთავარი მიზანია რწმენის, ცოდნისა და სიკეთის ჰარმონიული თანაარსებობის დამკვიდრება, რასაც საფუძვლად უდევს წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები:

„სიკეთის კეთებაში არ მოვიღალოთ, რამეთუ თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდეთ.“

ამ პრინციპით წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი განაგრძობს მსახურებას, ზრუნავს ადამიანების სულიერ განვითარებაზე და საზოგადოებაში ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცებას უწყობს ხელს.

ზუგდიდის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი - სურათი 1
ზუგდიდის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი - სურათი 2
ზუგდიდის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი - სურათი 3
ზუგდიდის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი - სურათი 4
ზუგდიდის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი - სურათი 5
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ