რომის პაპი: არ არსებობს წმინდა ომები, მხოლოდ მშვიდობაა წმინდა

პაპი ლეო. ფოტო: სკრინშოტი ვატიკანის პრესსამსახურის ვიდეოდან.

პაპი ლეო. ფოტო: სკრინშოტი ვატიკანის პრესსამსახურის ვიდეოდან.

პაპმა ლეო XIV-მ ასიზში (ასიზის მშვიდობის მსოფლიო დღე) შეხვედრის მონაწილეებს ვიდეო-ჩართვით მიმართა და განაცხადა, რომ „არ არსებობს წმინდა ომი: მხოლოდ მშვიდობიანი ცხოვრებაა წმინდა“. 27 ოქტომბრის მიმართვის ტექსტი ვატიკანის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

პაპის თქმით, „ასიზის სული“ ომის რელიგიური გამართლებების უარყოფას და მედიაციისა და დიალოგის მიღებას ნიშნავს. „ჩვენ ყველგან უნდა აღვადგინოთ მშვიდობა და არა ახალი ომების მომზადება! ომი არასდროს არ უნდა იყოს წარმოებული ღვთის სახელით!“ - თქვა მან. ლეო XIV-მ დასძინა, რომ რელიგიის სახელით ბრძოლა თავად რელიგიაზე თავდასხმაა.

ამ თემაზე პაპი ლეო ნიკეის კრების წლისთავის აღსანიშნავად ფანარს ეწვევა
პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ყველა ერის დედა ეკლესიაა.

პაპმა მოუწოდა დამსწრეებს, ღმერთს სთხოვონ, შეეხოს ომისა და ტერორიზმის მომხრეთა გულებს. მან მოუწოდა რელიგიურ ლიდერებს, შეინარჩუნონ დიალოგი, რათა ამპარტავნების ენა მშვიდობისა და მოლაპარაკებების ენით ჩანაცვლდეს. მიმართვა დასრულდა მათეს სახარების ციტირებით: „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღვთის ძეებად იწოდებიან“.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პაპმა ლეო XIV-მ კვლავ მოუწოდა უკრაინაში ომის დასრულებისკენ.

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ილია II-ის სახელობის სკვერი გაიხსნა

ბიუსტის დამზადება ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ძეგლის ავტორია მოქანდაკე გიორგი კიკვაძე.

თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სალექციო კურსი დაიწყო

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამხედრო ფიცის მნიშვნელობას, სამშობლოს სიყვარულს, ღირსებას, ერთგულებას, სიმამაცეს, თანამებრძოლობას, პასუხისმგებლობასა და ლიდერობის მორალურ საფუძვლებს.

საპატრიარქოს ეწვია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელი

შეხვედრას ესწრებოდნენ: წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და სხვები.

ეკლესია წმინდა იოსებ კათოლიკოსის, სასწაულთმოქმედის, ხსენებას აღნიშნავს

წმინდა იოსებ კათოლიკოსი თავმდაბლობისა და ქართული ეკლესიის ერთგული მსახურების მაგალითი.

პარლამენტის სტაჟიორები სამთავროსა და შიომღვიმის მონასტრებს ეწვივნენ

ვიზიტი ნინო წილოსანის ინიციატივით, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა.

კათოლიკოს-პატრიარქი: „მადლობას გიხდით მრავალწლიანი დაუღალავი ღვაწლისთვის“

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილ მისალოც სიტყვაში პატრიარქმა ქართველ მეცნიერებს მიმართა და რწმენისა და ცოდნის ურთიერთკავშირზე ისაუბრა.