ეპისკოპოსი საბა ბერძნულ მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში იმსახურებს

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა მიწვეულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ბერძნულ მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა მიწვეულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ბერძნულ მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში

2026 წლის 6, 7 და 8 ნოემბერს, ამერიკის ბერძნული სამთავარეპისკოპოსოს მეთაურის, მთავარეპისკოპოს ელპიდოფოროსის ლოცვა-კურთხევით, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ბერძნულ მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარს ეწვევა.

ვიზიტის პროგრამა მოიცავს მწუხრის ლოცვას, სამღვდელმთავრო საღმრთო ლიტურგიასა და ეპისკოპოს საბას საპატივცემულოდ გამართულ საზეიმო მიღებას. მღვდელმთავარი ადგილობრივ ქართველ და ბერძენ მართლმადიდებელ მრევლსაც შეხვდება.

ამ თემაზე ეპისკოპოსი საბა მანჰეტენის ქართულ სამრევლოში სამღვდელმთავრო ლიტურგიას აღასრულებს
ღვთისმსახურება 14 ივნისს, დილის 10:00 საათზე, ნიუ-იორკის ქართულ ეკლესიაში გაიმართება.

ვიზიტისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა ორივე საეკლესიო იურისდიქციის წარმომადგენელთა თანამშრომლობით განხორციელდა. ორგანიზებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ ამერიკის ბერძნული სამთავარეპისკოპოსოს წარმომადგენელი და საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი ალექსანდრე კარლუცოსი და ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მდივანი, მღვდელმონაზონი იერონიმე (ქათამაძე).

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიამ მადლიერება გამოხატა მასპინძელი ტაძრის სასულიერო პირების, სამრევლო საბჭოსა და მრევლის მიმართ. განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს: ანა ალიაიძე-თორღვაიძეს, კონსტანტინე ბელადიძეს, ლევან (ლეო) ბელადიძეს, სამრევლო საბჭოს პრეზიდენტ გუს კარპატაკისს, ნანა ხიდაშელს, იზაბელ შუკასსა და გიორგი თრაგვაიძეს. ეპარქიამ ასევე აღნიშნა პრესვიტერა ქსანთი კარლუცოსისა და ანასტასია კარლუცოს-ლაზარაკისის თანადგომა.

ეპარქიის განცხადებით, დაგეგმილი შეხვედრები ქართულ და ბერძნულ მართლმადიდებელ სამრევლოებს შორის არსებული ძმური ურთიერთობებისა და სულიერი ერთობის გამოხატულებაა და ამ კავშირების შემდგომ განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეპისკოპოსმა საბამ კანადაში საქართველოს საელჩოში პარაკლისი აღავლინა.

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ილია II-ის სახელობის სკვერი გაიხსნა

ბიუსტის დამზადება ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ძეგლის ავტორია მოქანდაკე გიორგი კიკვაძე.

რომის პაპი: არ არსებობს წმინდა ომები, მხოლოდ მშვიდობაა წმინდა

1986 წელს, მშვიდობისთვის ლოცვის დღის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ასიზის შეხვედრის მონაწილეებს ვიდეომიმართვით მიმართა და მოუწოდა მათ, უარი ეთქვათ ომის რელიგიურ გამართლებაზე.

თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სალექციო კურსი დაიწყო

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამხედრო ფიცის მნიშვნელობას, სამშობლოს სიყვარულს, ღირსებას, ერთგულებას, სიმამაცეს, თანამებრძოლობას, პასუხისმგებლობასა და ლიდერობის მორალურ საფუძვლებს.

საპატრიარქოს ეწვია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელი

შეხვედრას ესწრებოდნენ: წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და სხვები.

ეკლესია წმინდა იოსებ კათოლიკოსის, სასწაულთმოქმედის, ხსენებას აღნიშნავს

წმინდა იოსებ კათოლიკოსი თავმდაბლობისა და ქართული ეკლესიის ერთგული მსახურების მაგალითი.

პარლამენტის სტაჟიორები სამთავროსა და შიომღვიმის მონასტრებს ეწვივნენ

ვიზიტი ნინო წილოსანის ინიციატივით, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა.