მეუფე ანტონი: „30 ოქტომბერს შევიკრიბებით და ჩვენს აზრს გამოვხატავთ“

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი(ბულუხია). ფოტო: interpressnews
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა სამორინეებისთვის საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა. „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მღვდელმთავარმა აღნიშნა, რომ საკითხი შესწავლასა და დამატებით განმარტებებს საჭიროებს.
„მე რამდენადაც ზედაპირულად ვუყურებ, საფრთხეებს ვხედავ რაღაცნაირად. ზეგ საპატრიარქო შევიკრიბებით და ჩვენს აზრს გამოვხატავთ. საქმეში არ ვართ ჩახედული, ტელევიზორში ვნახე, იყო ამაზე საუბარი, როგორ და რანაირად, რა თქმა უნდა, ამას განვიხილავთ და ჩვენს აზრს გამოვხატავთ“, — განაცხადა მეუფე ანტონმა.
მისი თქმით, შეხვედრა 30 ოქტომბერს გაიმართება. მღვდელმთავარმა განმარტა, რომ საბოლოო შეფასების ჩამოყალიბებამდე მნიშვნელოვანია ინიციატივის შინაარსისა და შესაძლო შედეგების გაცნობა.
„ყველაფერს ახსნა-განმარტება უნდა იმიტომ, რომ სიმართლე გითხრათ, ხანდახან, ოპოზიცია ისე წარმოსახავს რაღაც უბრალო საკითხსაც, რომ გეგონება, ბომბი მოდის, მაგრამ როდესაც გაერკვევი, ასე არაა. ხანდახან პირიქითაა. ჩვენც ვღელავთ და გამოვიტანთ რაღაც საერთო აზრს, საპატრიარქო აუცილებლად დააფიქსირებს თავის შეხედულებას ამ საკითხის შესახებ. რა თქმა უნდა, გულგრილი ვერ ვიქნებით“, — აღნიშნა მიტროპოლიტმა.
მეუფე ანტონმა ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა საკითხზე ახსნა-განმარტებების მისაღებად კომუნიკაცია მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით პოზიცია მღვდელმთავრებთან შეთანხმებით ჩამოყალიბდება.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარების შესაძლებლობას აძლევს. პროექტის თანახმად, ასეთ ტურნირებში მონაწილეთა არანაკლებ 80 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს.
ინიციატივა ასევე ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან გათავისუფლებას განსაზღვრული პირობებით — თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო ტურნირისთვის გამოიყენებს და საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს გადააჭარბებს. ინიციატორთა განმარტებით, ცვლილებების მიზანი არატურისტულ სეზონებში ტურისტული სექტორის განვითარების ხელშეწყობაა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტი ანტონი: „ჩვენი მიზანია ახალგაზრდობა აღვზარდოთ რწმენასა და სიყვარულში“.
წაიკითხეთ ასევე
ზუგდიდის №1 საჯარო სკოლაში შეხვედრა თემაზე „ხედვა და პერსპექტივა“ გაიმართა
დეკანოზმა იოანე აკობიამ „ღირებულებითი განათლების“ კლუბის მონაწილეებთან სახარებისეული იგავი განიხილა.
თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტები ნეკრესში ლექცია-სემინარს დაესწრნენ
ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები ძეგლის ისტორიას, არქიტექტურასა და კედლის მხატვრობას ადგილზე გაეცნენ.
ქუთაისისა და გაენათის ეპარქიამ მიტროპოლიტ იოანეს 80 წლის იუბილე მიულოცა
საიუბილეო მილოცვაში ეპარქიისადმი მღვდელმთავრის მზრუნველობა, სიყვარული და სიბრძნე აღინიშნა.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
საერთაშორისო აზარტული ტურნირების შესახებ ინიციატივაზე საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა — დეკანოზი კანონპროექტის ინიციატორებთან დიალოგის იმედს გამოთქვამს.
ჭიათურაში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს კვირეული მიეძღვნა
საზეიმო კვირეული საგანმანათლებლო შეხვედრებს, კინოჩვენებასა და კულტურულ ღონისძიებებს მოიცავდა და 25 ოქტომბერს დასრულდა.
ეპისკოპოსმა საბამ კანადაში საქართველოს საელჩოში პარაკლისი აღავლინა
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ფარგლებში, წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილებით შემკული ხატი კანადის სხვადასხვა ქალაქში მოაბრძანეს.