27 ოქტომბერს ეკლესია წმინდა მოწამეთა ხსენებას აღასრულებს

წმინდა მოწამენი ნაზარი, გერვასი, პროტასი და კელსი. ფოტო: karibche

წმინდა მოწამენი ნაზარი, გერვასი, პროტასი და კელსი. ფოტო: karibche

27 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა მოწამეებს — ნაზარის, გერვასის, პროტასისა და კელსის მოიხსენიებს. საეკლესიო გადმოცემით, ისინი ქრისტეს სარწმუნოების ერთგულებისთვის იმპერატორ ნერონის ზეობისას, ქალაქ მედიოლანში, დღევანდელ მილანში ეწამნენ.

წმინდა ნაზარი რომში დაიბადა, ქრისტიანი პერპეტუასა და იუდეველი აფრიკანის ოჯახში. მან ნათელი ეპისკოპოს ლინოსის ხელით მიიღო და სიყმაწვილიდანვე გადაწყვიტა, საკუთარი ცხოვრება სახარების ქადაგებისა და დევნილი ქრისტიანების დახმარებისთვის მიეძღვნა. ამ მიზნით მან დატოვა რომი და მედიოლანში ჩავიდა, სადაც საპყრობილეში მყოფ ქრისტიანებს მოინახულებდა და განსაცდელში შეეწეოდა.

ამ თემაზე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგი მთაწმინდელს მოიხსენიებს
ქართველი სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი და ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი ეკლესიის ერთ-ერთ უდიდეს მამად მიიჩნევა.

სწორედ საპყრობილეში გაიცნო წმინდა ნაზარიმ ტყუპი ძმები — გერვასი და პროტასი. ისინი მდიდარი რომაელების, ვიტალისა და ვალერიას ოჯახში დაიბადნენ. მშობლების მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ ძმებმა მთელი ქონება ღარიბებს დაურიგეს, მონები გაათავისუფლეს და მარხვისა და ლოცვის ღვაწლს შეუდგნენ. ქრისტეს აღიარებისთვის წარმართებმა ისინი შეიპყრეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს.

წმინდა ნაზარი ძმებს შეძლებისდაგვარად უმსუბუქებდა ტანჯვას. პატიმარი ქრისტიანებისადმი გამოჩენილი თანადგომის გამო იგი სასტიკად გვემეს და ქალაქიდან გააძევეს. მიუხედავად დევნისა, წმინდანმა სახარების ქადაგება განაგრძო და მრავალი ადამიანი ქრისტეს სარწმუნოებაზე მოაქცია.

ქალაქ კიმელაში წმინდა ნაზარიმ მონათლა ერთი ქრისტიანი ქალის ძე, სახელად კელსი, რომელიც მისი ერთგული მოწაფე და თანამოსაგრე გახდა. ისინი ერთად ქადაგებდნენ ქრისტიანულ მოძღვრებას და დევნის მიუხედავად არ განუდგებოდნენ მაცხოვარს.

წმინდანთა ცხოვრების მიხედვით, ნაზარი და კელსი ქრისტეს ქადაგებისთვის მხეცებს მიუგდეს, თუმცა ნადირებმა მათ არაფერი ავნეს. შემდეგ მათი ზღვაში დახრჩობა სცადეს, მაგრამ მოწამეები წყლის ზედაპირზე ისე მიმოდიოდნენ, როგორც ხმელეთზე. ამ სასწაულით შეძრულმა მეომრებმა თავადაც ირწმუნეს ქრისტე და წმინდანები გაათავისუფლეს.

სასწაულებრივად გადარჩენილი ნაზარი და კელსი მედიოლანში დაბრუნდნენ და საპყრობილეში მყოფი გერვასი და პროტასი კვლავ მოინახულეს. საეკლესიო გადმოცემით, როდესაც ამის შესახებ იმპერატორ ნერონს მოახსენეს, მან ნაზარისა და კელსისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. მოგვიანებით მოწამებრივად აღესრულნენ გერვასი და პროტასიც.

წმინდანთა ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მათი წმინდა ნაწილების აღმოყვანებას, რომელიც წმინდა ამბროსი მედიოლანელის სახელს უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, მან საღვთო გამოცხადებით მიაკვლია მოწამეთა სამარხებს და მათი წმინდა ნაწილები პატივით გადააბრძანა ტაძარში.

ეკლესია წმინდა ნაზარის, გერვასის, პროტასისა და კელსის ხსენებით მორწმუნეებს შეახსენებს ქრისტესადმი ურყევი ერთგულების, გაჭირვებულთა თანადგომისა და განსაცდელში რწმენის სიმტკიცის მნიშვნელობას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 26 ოქტომბერს ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენება აღინიშნება.

გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში სასკოლო შეხვედრები გაგრძელდა

„ღირებულებითი განათლების“ კლუბების ფარგლებში ბაკურციხისა და ვეჯინის საჯარო სკოლებში სასულიერო პირებმა მოსწავლეებთან თემატური შეხვედრები გამართეს.

აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება გაიმართა

ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავსა და ქართული კულტურის მრავალფეროვნებას დაეთმო ყურადღება.

აზროვნების აკადემიაში დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან შეხვედრა გაიმართება

სალონური საუბარი თემაზე „რწმენა, როგორც ძალა მოქმედებისთვის“ ადამიანის ცნობიერებაში რწმენის მნიშვნელობასა და მომავლისადმი მის დამოკიდებულებას დაეთმობა.

კულტურის მინისტრი ალავერდის სამონასტრო კომპლექსს ეწვია

მინისტრმა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია 2024 წლის 25 ივნისს სტიქიის შედეგად სამონასტრო კომპლექსზე მიყენებული მძიმე დაზიანებების, ასევე, განხორციელებული და დაგეგმილი აღდგენითი სამუშაოების შესახებ.

მიტროპოლიტი გერასიმე სამების ტაძარში საკვირაო წირვას დაესწრო

25 ოქტომბერს სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია მამა პავლე ჭანტურიძემ აღავლინა.

ბაგრატის ტაძარში პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენიებელი წირვა აღევლინა

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის სულის საოხად პანაშვიდი აღასრულა.