საბერძნეთის ეკლესია: სხდომა სინას მონასტერში განცხადების გარეშე დასრულდა

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა. ფოტო: orthodoxtimes

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა. ფოტო: orthodoxtimes

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა, რომელიც სინას მთაზე მდებარე წმინდა ეკატერინეს მონასტერთან დაკავშირებული მოვლენების გამო მოიწვიეს, ყოველგვარი განცხადებისა თუ ოფიციალური ბრიფინგის გარეშე დასრულდა.

ამ თემაზე რვა ადგილობრივი ეკლესიის იერარქებმა საბერძნეთში ერთობლივი ლიტურგია აღავლინეს
რვა ეკლესიის იერარქმა „პაულია 2026“ ფორუმი საზეიმო ლიტურგიით დაასრულეს და მართლმადიდებლურ სამყაროს სამოციქულო ტრადიციის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდეს.

სინოდის იერარქებმა სხდომის ადგილი საბერძნეთის დროით 14:00 საათამდე  დატოვეს; მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდა განათლების სამინისტროს რელიგიურ საკითხთა გენერალური მდივანი გიორგი კალანცისიც. იგი სხდომაზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა და წმინდა სინოდს მიაწოდა ინფორმაცია იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც წმინდა ეკატერინეს მონასტრის მომავალთან დაკავშირებულ კრიტიკულ საკითხს უკავშირდება.

იმ ფონზე, როდესაც ეკლესია მონასტრის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით ეგვიპტის უზენაესი საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, საბერძნეთის ეკლესიამ სხდომა მოიწვია, რათა განეხილა არსებული ვითარება და შესაძლო შედეგები ამ ისტორიული მართლმადიდებლური მონასტრისთვის გადამწყვეტ მომენტში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საბერძნეთის კულტურის სამინისტრომ ეკლესიას ორი უძველესი ბიზანტიური ეკლესია გადასცა.

საქართველოს ეკლესიის დელეგაცია კონსტანტინოპოლში იმყოფება

21 ოქტომბერს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა მსოფლიო პატრიარქს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მისალოცი წერილი გადასცეს.

შიო III-მ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს აღსაყდრების 35 წლისთავი მიულოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მილოცვაში მსოფლიო პატრიარქის თანადგომა, ილია II-სთან მეგობრობა და საქართველოსა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის ძმური ურთიერთობის მნიშვნელობა აღნიშნა.

„ღირებულებითი განათლების“ კლუბის მოსწავლეები გამწვანების პროგრამაში ჩაერთნენ

ინიციატივის „გაამწვანე შენი ქალაქი“ ფარგლებში, №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის ეზოში სხვადასხვა მცენარე დარგეს.

საქართველოს საპატრიარქომ საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა

25 ოქტომბერს სხალთის ეპარქიაში დაგეგმილი ნათლობა არ უკავშირდება პატრიარქის მიერ დაწესებულ მესამე და ყოველი მომდევნო შვილის ნათლობის ტრადიციას.

მიტროპოლიტი საბა: „პოლონეთის ეკლესია იზიარებს თქვენს სიხარულს“

ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი მიულოცა და ქართველი ხალხისთვის მშვიდობისა და სულიერი კეთილდღეობის მინიჭებისთვის ილოცა.

საგურამოში გაზეთ „ივერიის“ 1888 წლის ნომრების კომპლექტის წარდგენა გაიმართა

ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის „გიგანტური წიგნები“ ფარგლებში ისტორიული გამოცემა სრულად აღდგა, გაციფრულდა და ორიგინალის ზომისა და ფორმის დაცვით დაიბეჭდა.