ეკლესია 8 ოქტომბერს წმინდა არსენ დიდის, კათოლიკოსის ხსენებას აღნიშნავს

წმინდა არსენ დიდი. ფოტო: ღია წყარო

წმინდა არსენ დიდი. ფოტო: ღია წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 8 ოქტომბერს წმინდა არსენ დიდს, ქართლის კათოლიკოსს, მოიხსენიებს.

წმინდა არსენი დაახლოებით 820 წელს, სამცხის გავლენიანი დიდებულის, მირიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლის ასაკში მშობლებმა იგი აღსაზრდელად წმინდა გრიგოლ ხანძთელის თანამოსაგრეებს — თეოდორესა და ქრისტეფორეს — მიაბარეს. მოგვიანებით ღირსმა გრიგოლმა არსენი და მომავალი აწყურის ეპისკოპოსი, ეფრემი, ხანძთის მონასტერში მიიყვანა.

ამ თემაზე 7 ოქტომბერს ეკლესია წმინდა პირველმოწამე, მოციქულთასწორ თეკლას მოიხსენიებს
წმინდა თეკლამ პავლე მოციქულის ქადაგებით ქრისტე ირწმუნა, მრავალი განსაცდელი დაითმინა და სიცოცხლე ღვთის სიტყვის გავრცელებას მიუძღვნა.

მიუხედავად იმისა, რომ სამონასტრო წესდება ყრმების მიღებას კრძალავდა, წმინდა გრიგოლმა საძმოს განუმარტა, რომ ეს გამონაკლისი ღვთის ნებას შეესაბამებოდა. არსენი მონასტერში აღიზარდა და სულიერი ცხოვრების საფუძვლები ღირსი მამის ხელმძღვანელობით შეითვისა.

არსენის კათოლიკოსად დადგინებას საეკლესიო წრეებში უთანხმოება მოჰყვა. მამამისმა, მირიანმა, რამდენიმე ეპისკოპოსისა და სამცხის ერისკაცთა მხარდაჭერით, იგი საეკლესიო კრებასთან შეუთანხმებლად დაადგინა. საკითხის განსახილველად ჯავახეთში კრება გაიმართა, რომელსაც ეფრემ მაწყვერელი თავმჯდომარეობდა.

კრებაზე წმინდა გრიგოლ ხანძთელმა არსენის კათოლიკოსად დარჩენას დაუჭირა მხარი. მან განმარტა, რომ არსენი თავისი სულიერი ღირსებით ამ მსახურებისთვის მზად იყო, თუმცა მამამისმა ნაჩქარევი მოქმედებით საეკლესიო წესრიგი დაარღვია. ღირსი გრიგოლის სიტყვამ დაპირისპირება ჩააცხრო და ეფრემსა და არსენს შორის ძმური სიყვარული აღადგინა.

კათოლიკოსმა არსენმა ხანძთის ძველი ეკლესია აკურთხა. იგი ღვთივსათნო ცხოვრებითა და ქრისტესმიერი სიყვარულით გამოირჩეოდა და ქართლის ეკლესიის სულიერ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

წმინდა არსენი ასევე ცნობილია როგორც ჰაგიოგრაფი და ისტორიკოსი. მას ეკუთვნის ისტორიულ-პოლემიკური თხზულება „განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა“, რომელიც ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის განხეთქილების ისტორიას გადმოსცემს. მასვე მიაკუთვნებენ „აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებასა და წამებას“.

წმინდა არსენი ქართლის ეკლესიას 27 წლის განმავლობაში განაგებდა. იგი 887 წელს გარდაიცვალა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 20 თებერვალს წმინდა კეთილმსახურ მეფე სოლომონ II-ს მოიხსენებს.

წაიკითხეთ ასევე

მიტროპოლიტმა სტეფანემ სოფელ გაგულეჩში საღმრთო ლიტურგია აღასრულა

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის დალოცვის ფარგლებში, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სოფელ გაგულეჩის ანჩისხატის სახელობის ტაძარს ეწვია და სოფელ ლაჯანში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

ახალგაზრდობის ცენტრსა და „მშვიდობის ელჩს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

თანამშრომლობა ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო, კულტურული და შემოქმედებითი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს — მემორანდუმის გაფორმებას ღონისძიება „აფხაზეთი საქართველოა“ მოჰყვა.

ბათუმის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სემინარიაში სასწავლო წელი დაიწყო

ავტორიზებულ სასწავლებელში სწავლა უფასოა, ხოლო კურსდამთავრებულებს თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ენიჭებათ.

ეკლესია 8 ოქტომბერს წმინდა არსენ დიდის, კათოლიკოსის ხსენებას აღნიშნავს

წმინდა გრიგოლ ხანძთელის აღზრდილი მღვდელმთავარი ქართლის ეკლესიას 27 წლის განმავლობაში განაგებდა და მნიშვნელოვანი ჰაგიოგრაფიული და ისტორიული მემკვიდრეობა დატოვა.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე მოინახულა

მეუფემ სავანის ბინადრები დალოცა და ხელმძღვანელობასა და პერსონალს მზრუნველობისთვის მადლობა გადაუხადა.

7 ოქტომბერს ეკლესია წმინდა პირველმოწამე, მოციქულთასწორ თეკლას მოიხსენიებს

წმინდა თეკლამ პავლე მოციქულის ქადაგებით ქრისტე ირწმუნა, მრავალი განსაცდელი დაითმინა და სიცოცხლე ღვთის სიტყვის გავრცელებას მიუძღვნა.