რუმინეთში წმინდა გაბრიელ აღმსარებლის სახელობის ახალი ტაძარი შენდება

წმინდა გაბრიელ აღმსარებლის სახელობის ტაძრის კურთხევა რუმინეთში. ფოტო:  Basilica News Agency

წმინდა გაბრიელ აღმსარებლის სახელობის ტაძრის კურთხევა რუმინეთში. ფოტო: Basilica News Agency

რუმინეთის ქალაქ რამნიკუ-ვილჩაში, გორანუს სამრევლოში, წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ახალი ტაძრის მშენებლობა დაიწყო.

ტაძრის საძირკვლის ქვის კურთხევის მსახურება ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ და რამნიკის მთავარეპისკოპოსმა ვარსანოფიმ აღასრულეს.

ამ თემაზე რუმინეთის ეკლესიამ ახალი წმინდანების კანონიზაცია აღნიშნა
პატრიარქმა დანიელმა წმინდანთა განდიდებას ღვთის ხალხისადმი წყალობის დასტური უწოდა.

მიტროპოლიტმა თეოდორემ, რომელიც წმინდა გაბრიელ აღმსარებელს პირადად იცნობდა, აღნიშნა, რომ წმინდანები ღვთისგან ბოძებული საჩუქრები არიან მთელი ეკლესიისთვის. მისი თქმით, წმინდანთა საერთო თაყვანისცემა ქრისტეს ეკლესიის ერთობას ხილულს ხდის და საქართველოსა და რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებულ სულიერ კავშირს კიდევ უფრო აძლიერებს.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ივნისში რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელი რუმინეთის საეკლესიო კალენდარში შეიყვანა. წმინდანის ხსენების დღედ რუმინეთშიც 2 ნოემბერი განისაზღვრა.

რამნიკუ-ვილჩაში წმინდა გაბრიელის სახელობის ტაძრის მშენებლობა ქართველი წმინდანისადმი რუმინეთში არსებული განსაკუთრებული პატივისცემისა და ორი მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი ურთიერთობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რუმინეთის პატრიარქმა ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

წაიკითხეთ ასევე

რუმინეთში წმინდა გაბრიელ აღმსარებლის სახელობის ახალი ტაძარი შენდება

ტაძრის საძირკვლის ქვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ და რამინკუ-ვილჩას მთავარეპისკოპოსმა ვარსანოფიმ აკურთხეს.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოს ეწვია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებს უმასპინძლა — შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და მტკივნეულ რეგიონებში ეკლესიის მრევლთან კავშირის საკითხებზე იმსჯელეს.

,,დავითიანნი“ თბილისობის დღესასწაულს შეუერთდება

საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „თბილისობა 2026“-ის ფარგლებში გუდიაშვილის მოედანზე ახალგაზრდების მონაწილეობით სადღესასწაულო კონცერტს გამართავს.

გიორგი ზვიადაძე: ირანის ელჩის განცხადება უკიდურესად მიუღებელია

პროტოპრესვიტერის განცხადებით, ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრული ეკლესიისთვის ცალსახა ისტორიული და სარწმუნოებრივი რეალობაა და საკითხზე საპატრიარქოს მხრიდან შეფასება აუცილებელია.

უკრაინაში პეტრესა და პავლეს ტაძარი რუსული დაბომბვის შედეგად მეოთხედ დაზიანდა

უკრაინის ქალაქ სუმის სასაფლაოზე ერთ-ერთი საჰაერო ბომბის ჩამოვარდნის შედეგად ეკლესიის ფასადი, სახურავი და ინტერიერი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ღირებულებითი განათლების კოორდინატორების გადამზადება დაიწყო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, მონაწილეები ღირებულებითი განათლების მიმართულებით ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს გაიღრმავებენ.