ბერმუხის მამათა მონასტერში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი
15 აგვისტოს, ყოვლადუსამღვდელოესმა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერმუხის მამათა მონასტერში წმინდა იოსებ კათალიკოსის სახელობის ტაძარში სამღრთო ლიტურგია აღავლინა.
მსახურება დილის 09:00 საათზე დაიწყო.
საღმრთო ლიტურგიას სასულიერო პირები და მრევლი ესწრებოდა, რომლებმაც ერთობლივი ლოცვით განადიდეს უფალი და წირვაში მიიღეს მონაწილეობა.
მსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა მრევლს ქადაგებით მიმართა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კეხიჯვარში ახალი სამსაკურთხევლიანი ტაძრის საძირკველი აკურთხეს.
წაიკითხეთ ასევე
7 ოქტომბერს ეკლესია წმინდა პირველმოწამე, მოციქულთასწორ თეკლას მოიხსენიებს
წმინდა თეკლამ პავლე მოციქულის ქადაგებით ქრისტე ირწმუნა, მრავალი განსაცდელი დაითმინა და სიცოცხლე ღვთის სიტყვის გავრცელებას მიუძღვნა.
ბათუმის სასულიერო სემინარიაში მედავითნეობის შემსწავლელი კურსი გაიხსნება
სწავლება 14 ოქტომბერს დაიწყება — ლექციები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და პარასკევს, 19:00 საათზე ჩატარდება.
11 ოქტომბერს „პალიასტომის“ ღვთისმშობლის ხატს ბაგრატის ტაძარში მიაბრძანებენ
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე საღმრთო ლიტურგიასა და სამშვიდობო პარაკლისს აღასრულებს.
ობუჯში ლეო ქიაჩელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
პროექტ „გმირის დღის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის წარმომადგენელი, დეკანოზი ბასილ კაცია დაესწრო.
აშშ-ის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა ასამბლეის მე-15 შეკრება დასრულდა
მღვდელთმთავრებმა ამერიკული ჟესტური ენის ლექსიკონი დაამტკიცეს და ერთიანი კატეხიზმოს შემუშავებაზე მუშაობა განაგრძეს.
წმინდა გაბრიელ მთავარეპისკოპოსის სამრევლოში ევროპული ენების დღე აღინიშნა
სასკოლო პროექტის „მრავალფეროვნება გვაერთიანებს“ ფარგლებში, მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა.