ვანისა და ბაღდათის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის გადამზადების კურსი დაიწყო
ვანისა და ბაღდათის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის სამდღიანი გადამზადების კურსი. ფოტო: საზუ
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, ღირებულებითი განათლების პროგრამის ფარგლებში, ვანისა და ბაღდათის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის სამდღიანი გადამზადების კურსის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან ღირებულებითი განათლების პროგრამის ძირითად მიზნებს, არაფორმალური სწავლების თანამედროვე მეთოდებს, მოზარდებთან ეფექტიანი კომუნიკაციის პრინციპებსა და უსაფრთხო, თანამშრომლობითი სასწავლო გარემოს შექმნის გზებს. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს, მათ შორის სხვადასხვა აქტივობასა და რეალური შემთხვევების განხილვას.
გადამზადების მიზანია სასულიერო პირების პროფესიული უნარების გაძლიერება, რათა მათ სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების საქმიანობა მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და ინტერესების გათვალისწინებით ეფექტიანად წარმართონ.
პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებების განმტკიცებას, როგორიცაა თანაგრძნობა, პასუხისმგებლობა, ურთიერთპატივისცემა და სამართლიანობა, რაც ღირებულებითი განათლების პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ კონკურსში ,,როცა აფხაზეთში დავბრუნდები”.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა
სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.
მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება
ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.