კულტურის სამინისტროში საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს მორიგი სხდომა. ფოტო: კულტურის სამინისტრო
საქართველოს კულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ლევილის მამულის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. ლევილის ქართული აკადემიის ხელმძღვანელმა ლევილის მამულის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ანგარიში წარადგინა; ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებმა ლევილის მამულში პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილი საგამოფენო სივრცის კონცეფცია და დიზაინი წარმოადგინეს; ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა კი ლევილის მამულის ბიბლიოთეკის პროექტი წარადგინა. შეხვედრაზე ლევილის ქართველთა სასაფლაოს მოწესრიგების საკითხიც განიხილეს. წარმოდგენილი პროექტებისა და ანგარიშის შესახებ საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და მოიწონეს.
აღინიშნა ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში, ლევილის მამულში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ფინალურ ეტაპზეა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ლევილის მამულის მმართველი საბჭოს წევრები - მათ შორის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევილის მამულის საქართველოს გადმოცემისთვის სანოტარო აქტზე ხელმომწერი ოჯახების წევრები, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილეები, კულტურის სამინისტროს, ეროვნული მუზეუმისა და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, ლევილის ქართული აკადემიის ხელმძღვანელი და პროექტში ჩართული ფრანგი ადვოკატი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს.
წაიკითხეთ ასევე
ბერძენი მამა პეტრე ჰირსი: „ეკუმენიზმი - ბოლო ჟამის ცდუნება“
მამა პეტრე ჰირსმა მართლმადიდებელი ჟურნალისტების კავშირის ბერძნული გამოცემის კითხვებს უპასუხა.
უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის ქადაგება სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას
,,ყოველი ჩვენგანი ცხოვრებაში – სამსახურში, ოჯახში თუ ცხოვრებისეულ გარემოებებში – ვხვდებით სირთულეებს, მწუხარებას და ძალიან განვიცდით ამის გამო, მაგრამ უფალი გვასწავლის, რომ ნუ სტირი და ნუ მწუხარებ.''- შიო III
იგეგმება მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის სრული რეაბილიტაცია
პროექტი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის კონსტრუქციულ გამაგრებას, ნესტით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრასა და კომპლექსის სამრეკლოსა და გალავნის რეაბილიტაციას მოიცავს.
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას მოსწავლეები ეწვივნენ
სტუმრები ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის საქმიანობას გაეცნენ და ხატწერისა და ნაქარგობის სახელოსნოები დაათვალიერეს.
საპატრიარქომ მიტროპოლიტ თეოდორეს მღვდელმთავრობის 30 წლისთავი მიულოცა
საიუბილეო მილოცვაში მღვდელმთავარს ღვთის შემწეობა, ჯანმრთელობა და ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ მრავალჟამიერი სიცოცხლე უსურვეს.
გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში სასკოლო შეხვედრები გაგრძელდა
„ღირებულებითი განათლების“ კლუბების ფარგლებში ბაკურციხისა და ვეჯინის საჯარო სკოლებში სასულიერო პირებმა მოსწავლეებთან თემატური შეხვედრები გამართეს.