საქართველოში იწყება მომლოცველობითი მოგზაურობა „მოციქულთა ნაკვალევზე“

გახდი მახარობელი

გახდი მახარობელი

საქართველოში იწყება მომლოცველობითი მოგზაურობა „მოციქულთა ნაკვალევზე“, რომელიც ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. პროექტი ხორციელდება სახელწოდებით „გახდი მახარობელი“ და მისი მიზანია ქრისტიანული მემკვიდრეობის, სარწმუნოების ისტორიისა და მოციქულთა მოღვაწეობის უკეთ გაცნობა.

მომლოცველობითი მოგზაურობა ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ და სულიერ ცენტრს მოინახულებენ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება, ლექციები, შეხვედრები და სულიერი საუბრებიც, რომლებიც მონაწილეებს საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და ქრისტიანული ტრადიციების სიღრმისეულად გაცნობაში დაეხმარება.

პროექტი „გახდი მახარობელი“ მიზნად ისახავს საზოგადოების ფართო ჩართულობას, განსაკუთრებით ახალგაზრდების გააქტიურებას, რათა ისინი უკეთ გაეცნონ ქრისტიანობის ისტორიას საქართველოში და თავადაც იქცნენ სარწმუნოების მახარებლებად.

მომლოცველობითი მოგზაურობა სიმბოლურად უკავშირდება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც ამ საიუბილეო თარიღს ეძღვნება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გელათის სასულიერო აკადემიაში სტუდენტთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია გაიმართა.

წაიკითხეთ ასევე

ამ წუთებში პატრიარქი შიო III წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მიბრძანდა

წმინდა მოციქულისა და მახარებლის მიცვალების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამღვდელოებასთან ერთად ღვთისმსახურებას აღავლენს.

პატრიარქი შიო III დღეს ვერის ტაძარში აღავლენს წირვას

სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება.

ნიცის წმინდა ნიკოლოზის სამრევლოში 24 ოქტომბერს საღმრთო ლიტურგია აღევლინება

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, წირვას იღუმენი ეფრემი (ჯოლოხავა) აღასრულებს; ასევე გაიმართება მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში სასულიერო პირები დააჯილდოვეს

იღუმენ რაფაელსა და იღუმენ იოანეს საეკლესიო ჯილდოები მთავარეპისკოპოს ექვთიმეს წარდგინებითა და კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით მიენიჭათ.

მიტროპოლიტმა სტეფანემ ლაილაშის ტაძარში ღვთისმსახურება აღასრულა

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის დალოცვის ფარგლებში მეუფემ 8 ოქტომბერს საღმრთო ლიტურგია და პარაკლისი შეასრულა.

9 ოქტომბერს ეკლესია წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მიცვალებას იხსენებს

ქრისტეს საყვარელი მოწაფე წმინდა მოციქული და მახარებლი იოანე ღვთისმეტყველი რომლის ქადაგების უმთავრეს გზავნილს ღვთისა და მოყვასის სიყვარულს წარმოადგენდა.