პატრიარქი შიო III დღეს ვერის ტაძარში აღავლენს წირვას

2824
დღეს 09:51
5
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი. ფოტო: მჟკ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი. ფოტო: მჟკ

სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 9 ოქტომბერს წმინდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის მიცვალებას იხსენებს.

წმინდა იოანე თავდაპირველად იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. მაცხოვრის შესახებ წინამორბედის მოწმობის მოსმენის შემდეგ იგი ანდრია მოციქულთან ერთად ქრისტეს გაჰყვა. მოგვიანებით, როდესაც უფალმა მას და მის ძმას, იაკობს, მოუწოდა, იოანემ ყველაფერი დატოვა და მაცხოვრის მოწაფე გახდა.

ამ თემაზე პატრიარქი შიო III იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს ვერის ტაძარში მიბრძანდება
წმინდა მოციქულის მიცვალების დღესთან დაკავშირებული საღმრთო ლიტურგია 9 ოქტომბერს, 10:00 საათზე დაიწყება.

იოანე ღვთისმეტყველი იმ მოწაფეთა შორის იყო, რომლებიც უფალმა განსაკუთრებით დაიახლოვა. იგი დაესწრო იაიროსის ასულის მკვდრეთით აღდგინებასა და მაცხოვრის ფერისცვალებას თაბორის მთაზე. საიდუმლო სერობისას კი ქრისტეს მკერდზე მიყრდნობილმა ჰკითხა მოძღვარს, ვინ გასცემდა მას.

 უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის, ვერაზე მდებარე ტაძარში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ