ამ წუთებში პატრიარქი შიო III წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მიბრძანდა

2824
დღეს 10:15
8
ამ წუთებში პატრიარქი შიო III წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მიბრძანდა

წმინდა მოციქულისა და მახარებლის მიცვალების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამღვდელოებასთან ერთად ღვთისმსახურებას აღავლენს.

ამ წუთებში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის, ვერაზე მდებარე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში მიბრძანდა, სადაც სამღვდელოებასთან ერთად ღვთისმსახურებას აღავლენს.

ამ თემაზე პატრიარქი შიო III დღეს ვერის ტაძარში აღავლენს წირვას
სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება.

საპატრიარქო ღვთისმსახურება წმინდა მოციქულისა და მახარებლის, იოანე ღვთისმეტყველის მიცვალების დღეს უკავშირდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდანის ხსენებას 9 ოქტომბერს აღნიშნავს. ეს თარიღი წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

წმინდა იოანე ღვთისმეტყველი მაცხოვრის თორმეტ მოციქულთაგანი და მისი უსაყვარლესი მოწაფე იყო. იგი მაცხოვრის ჯვარცმისას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად ჯვართან იდგა. სწორედ მას მიანდო უფალმა თავისი დედის მზრუნველობა.

იოანე მოციქულის სახელს უკავშირდება მეოთხე სახარება, სამი ეპისტოლე და გამოცხადების წიგნი. მის ნაწერებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, რის გამოც მას სიყვარულის მოციქულსაც უწოდებენ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III დელეგაციების შეხვედრაზე მიბრძანდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ