რომის პაპმა გამოავლინა თავის დამოკიდებულება ლგბტ კათოლიკეების მიმართ

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ეკლესია ყველა თავის შვილს ერთნაირად მოუწოდებს, მიუხედავად მათი ორიენტაციისა. ამის შესახებ იტყობინება outreach.faith, კათოლიკური ლგბტ რესურსი, რომელიც ახლახანს გახსნა ვატიკანმა. პორტალის მთავარმა რედაქტორმა ჯეიმს მარტინმა ჰკითხა, რას ეტყვის პონტიფიკი ლგბტ თემის წარმომადგენლებს, რომელიც ეკლესიამ უარყო.
„მინდა მათ ეს აღიქვან არა როგორც „ეკლესიის უარყოფა“, არამედ „ეკლესიაში მყოფი ხალხის“. ეკლესია დედაა და აერთიანებს ყველა თავის შვილს, მაგალითად, აიღეთ იგავი დღესასწაულზე მიწვეულთა შესახებ: „მართალი და ცოდვილი, მდიდარი და ღარიბი და ა.შ.“ (მათეს სახარება, 22:1-15; ლუკას სახარება 14:15-24). „რჩეული“ ეკლესია, „წმინდა სისხლის“- არის არა დედა ეკლესია, არამედ სექტაა“, - უპასუხა რკე-ის ხელმძღვანელმა.
პაპის თქმით, ღმერთის სტილია „სიახლოვე, წყალობა და სინაზე“.
სხვათა შორის, ქრისტიანობით დაინტერესებულ ჰომოსექსუალებსა თუ ტრანსგენდერებს პაპმა ურჩია, წაეკითხათ ,,წმიდა მოციქულთა საქმენი’’. „იქ ისინი იპოვიან ცოცხალი ეკლესიის გამოსახულებას“, - თქვა რომის პაპმა ფრანცისკემ.
მანამდე მჟკ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რომის პაპმა აუდიენციისთვის ოთხი ტრანსგენდერი მიიღო და მათ სკვნილები აჩუქა.
წაიკითხეთ ასევე
25 ოქტომბერს პატრიარქი შიო III ხიჭაურში საყოველთაო ნათლობას აღასრულებს
ღვთისმსახურება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო ახლად ნათელღებულთა დალოცვა 16:00 საათზე გაიმართება.
პატრიარქმა პორფირემ საქართველოს ეკლესიას ქრისტიანობის 1700 წლისთავი მიულოცა
„სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებული აღტაცებითა და ძმური პატივისცემით შესცქერის საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან, მამაც გზას“ — აღნიშნა სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მილოცვაში.
მიტროპოლიტმა ნიკოლამ საქართველოს ეკლესიას ქრისტიანობის 1700 წლისთავი მიულოცა
ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გამოგზავნილ მილოცვაში მღვდელმთავარმა წმინდა ნინოს ღვაწლსა და ქართველი ერის მიერ საუკუნეების განმავლობაში სარწმუნოების შენარჩუნებაზე გაამახვილა ყურადღება.
წმინდა გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზია STEAM Twinning-ის ინიციატივაში შეირჩა
სკოლა-გიმნაზია საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 15 სკოლას შორის მოხვდა — ინიციატივის ფარგლებში დაწესებულება STEAM ნაკრებს მიიღებს, პედაგოგები კი მიზნობრივ გადამზადებას გაივლიან.
შემოქმედის ეპარქიის 36 საჯარო სკოლაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები მოქმედებს
სასულიერო პირები მოსწავლეებთან ერთად ზნეობრივ ღირებულებებსა და პიროვნულ პასუხისმგებლობაზე მსჯელობენ.
ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმა ათონის მთაზე პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარი ათონის მთაზე 24 ოქტომბრამდე დარჩება, მთავარი გაჩერება კი ზოგრაფის მონასტერი იქნება.