5 ოქტომბერს ეკლესია წმინდა იონას ხსენებას აღნიშნავს

წმინდა იონა. ფოტო: ღია წყარო

წინასწარმეტყველი იონა ისრაელთა მეფის, იერობოამ II-ის დროს მოღვაწეობდა. ღმერთმა იონა ასურელებთან, ისრაელის მტრებთან გაგზავნა ქალაქ ნინევეში და უბრძანა, ეუწყებინა მათთვის, რომ დაიღუპებოდნენ, თუ ცოდვებს არ შეინანებდნენ. იონას არ უნდოდა ისრაელთა მტრებისათვის ექადაგა და გაქცევა განიზრახა, ჩაჯდა ხომალდში და სხვა მიმართულებით, თარშისკენ წავიდა. ღვთის ბრძანებით უცებ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ხომალდზე მყოფნი ძლიერ შეშინდნენ და ევედრებოდნენ თავიანთ ღმერთებს, მაგრამ ქარიშხალი არ ცხრებოდა. მაშინ მათ წილი ყარეს, რომ შეეტყოთ, ვის გამო მოევლინათ ეს უბედურება. წილი იონას ხვდა. წინასწარმეტყველმა აღიარა თავისი დანაშაული ღვთის წინაშე და უთხრა მათ: ,,აღმიქჳთ და შთამაგდეთ მე ზღუასა მაგას, და დასცხრეს ზღუაჲ ესე თქუენ ზედა, რამეთუ ჩემ გამო იყო ყოველი ესე ჭირი თქუენ ზედა’’

იონა ჩააგდეს ზღვაში და ქარიშხალიც დაცხრა. უფლის რჩეული ვეშაპმა გადაყლაპა, მის მუცელში იყო იგი სამი დღე და სამი ღამე და ღმერთს გამოხსნას სთხოვდა. ბოლოს ღვთის ბრძანებით ვეშაპმა იგი ნაპირზე გამოაგდო. იონამ ზეგარდმო კვლავ მიიღო ბრძანება, წასულიყო ნინევეში და სინანული ექადაგა. ამჟამად წმინდანმა შეასრულა ღვთის ნება, მივიდა მტრების ქალაქში და იწყო ქადაგება: ,, აჰა სამ დღეღა და ნინევი დაიქცეს’’.

ეს რომ ესმათ, ნინეველები სინანულში ჩავარდნენ, ძაძები შეიმოსეს, მარხვად დადგნენ, პირუტყვსაც არ მისცეს საზრდელი და წყალი. უფალმაც შეიწირა მათი სინანული, მიუტევა მათ შეცოდებანი და ქალაქი გადარჩა.

სამი დღე იონა წინასწარმეტყველის ყოფნა ვეშაპის მუცელში და მისი ხსნა მოასწავებდა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სამ დღეს საფლავში ყოფნას და მის დიდებულ აღდგომას. მაცხოვარმა მწიგნობრებსა და ფარისევლებს, რომლებიც სასწაულს ითხოვდნენ მისგან, მიმართა: ,,ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისაჲ.’’

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 3 ოქტომბერი წმინდა ევტათისა და მისი ოჯახის ხსენების დღეა.

წაიკითხეთ ასევე

28 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოსებ ალავერდელს მოიხსენიებს

ღირსი მამა იოსებ ალავერდელი საქართველოში VI საუკუნეში ჩამოსულ ასურელ მამათა შორის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე იყო და კახეთში ქრისტიანული სარწმუნოებისა და მონაზვნური ცხოვრების განმტკიცებას ემსახურებოდა.

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა

ბოლნისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ცურტავის წმ.ქეთევანის ტაძარში ლიტურგია აღავლინა

წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს სადღესასწაულო მსახურება ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად შესრულდა.

პატრიარქმა სამების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა აფხაზეთისა და ცხინვალის ომებში დაღუპულთა სულების საოხად პანაშვიდი გადაიხადა.

ფოთში საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წლის იუბილე აღინიშნა

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ფოთისა და ხობის ეპარქიაში საზეიმო წირვაში მიიღო მონაწილეობა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ჯვართამაღლებას

პატრიარქმა შიო III-მ ჯვრის მნიშვნელობაზე, ადამიანის სულიერ ჯვარზე და აფხაზეთის ომის ტრაგედიაზე ისაუბრა.