გერმანიაში, კათოლიკური ეკლესია ამზადებს დოკუმენტს სკოლებში გენდერული იდეოლოგიის დანერგვის შესახებ
ილუსტრაციული ფოტო: ubc
გერმანიის კათოლიკურ ეკლესიაში ეპისკოპოსები ამზადებენ დოკუმენტს, რომლის მიზანია „სკოლებში ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი მოსწავლეების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა“. ამის შესახებ იტყობინება Catholic News, pch24.pl-ზე დაყრდნობით.
„დოკუმენტს ამზადებს გერმანიის ეპისკოპოსთა კონფერენციის სკოლების სპეციალური კომისია. მისი მუშაობა სინოდალური გზის - გერმანიაში ეკლესიის რეფორმის პროცესის - გადაწყვეტილებების შედეგია, რომელიც 2019 წელს დაიწყო. სინოდალური გზის ფარგლებში შემოთავაზებული იყო ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობისა და ტრანსსექსუალობის სრული ნორმალიზაცია“, - ნათქვამია სტატიაში.
კათოლიკე რეფორმატორებმა ჩაატარეს გამოკითხვა მოსწავლეებში, მასწავლებლებსა და მშობლებში სკოლებში ჰომოსექსუალი, ბისექსუალი ან ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაციის შესახებ და შემდეგ „გადაწყვიტეს მოქმედება“.
ტექსტს ამზადებს განათლების კომისიის თავმჯდომარე, ეპისკოპოსი ჰაინრიხ ტიმერევერსი. მისი დოკუმენტის მიზანია ისეთი სკოლის საფუძვლის შექმნა, რომელიც „ყველას მიიღებს“, რათა აღარ არსებობდეს ადგილი „სექსუალური იდენტობების მრავალფეროვნებასთან დაკავშირებით გაღიზიანების ან შფოთვისთვის“. ეპისკოპოსის მიერ მომზადებული დოკუმენტი სკოლებში „გენდერულად სამართლიანი ენის“ დანერგვას ურჩევს.
„დოკუმენტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. კრიტიკა გამოითქვა, მაგრამ სინოდალური გზის დოკუმენტები მკაფიო რეკომენდაციებს შეიცავს: გენდერული იდეოლოგია უნდა იქნას მიღებული“, - ასკვნის Catholic News.
როგორც მჟკ წერს, გერმანიაში საბავშვო ბაღებში გენდერული იდეოლოგიის დანერგვას მოითხოვენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა
სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.
მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება
ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.