ესტონეთის პრეზიდენტი ეკლესიაში არსებულ ვითარებაზე: არ მომწონს იარლიყები
ესტონეთი სპრეზიდენტ ალარ კარისი. ფოტო: delfi
პრეზიდენტ ალარ კარისის თქმით, ესტონეთში ყველაფრისთვის იარლიყის მიკერება ძალიან ადვილი გახდა. როგორც მან Eesti Ekspress-თან ინტერვიუში განაცხადა, ეს საზოგადოების გაჩუმების ერთგვარი მცდელობაა.
„არ ვიცი, რა ხდება პუჰტიცას მონასტრის მონაზვნების თავში, რას ფიქრობენ ისინი. მაგრამ მე არ მომწონს იარლიყები. გარკვეულწილად, ეს საზოგადოების გაჩუმებაა“, - თქვა კარისმა ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ ტაროს განცხადებაზე კომენტირებისას, რომ პუჰტიცას მონასტრის მონაზვნებს, რომლებმაც ტოომპეას შესახებ საჩივარი შეიტანეს, ესტონეთის სახელმწიფოსთან დაპირისპირების და დაჩაგრულებად წარმოჩენის სურვილი ამოძრავებდათ. ტარომ ასევე დაემუქრა მონაზვნების ბინადრობის ნებართვების გაუქმებით.
ინტერვიუში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთი იარლიყები ადამიანებს საზოგადოებაში მონაწილეობის სურვილს უკარგავს. „თუ რამეს ვიტყვი, რომელიმე კანონს უარვყოფ და კრემლის აგენტად მომანიშნებს, კარგი, გადავრჩები. თუმცა, ბევრი საკუთარ თავში იკეტება. და უბრალოდ აღარ სურს საზოგადოების ცხოვრებაში მონაწილეობა. უბრალოდ ამ იარლიყების გამო“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
როგორც მჟკ წერს, პრეზიდენტმა კარიშმა ორჯერ დაადო ვეტო კანონს, რომელიც ესტონეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული.
წაიკითხეთ ასევე
საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს
ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.
თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა
არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა
წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.
მიტროპოლიტი იოანე პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა
22 სექტემბერს მიტროპოლიტი იოანე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.
ხაშურში საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრა შედგა
საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრაზე ქართული ჰაგიოგრაფიისა და წმინდა ნინოს შესახებ ლექციებს ქეთევან მამასახლისი და მაკა ჩხაიძე წაიკითხავენ.