ეგვიპტის ხელისუფლება სინას მთაზე წმინდა ეკატერინეს მონასტერს ხურავს
წმინდა ეკატერინეს მონასტერი. ფოტო: tripsinegypt
ეგვიპტის ხელისუფლებამ გადაწყვიტა სინას მთაზე წმინდა ეკატერინეს მართლმადიდებლური მონასტრის, მსოფლიოში უძველესი უწყვეტად მოქმედი ქრისტიანული მონასტრის დახურვა და სახელმწიფო მუზეუმად გადაკეთება, წერს მჟკ.
გადაწყვეტილება სასამართლოს გადაწყვეტილებას ეფუძნება და სამონასტრო თემის გაძევებას და მონასტრის მთელი ქონების კონფისკაციას ითვალისწინებს.
მეექვსე საუკუნეში იმპერატორ იუსტინიანეს მიერ დაარსებულმა წმინდა ეკატერინეს მონასტერმა საუკუნეების განმავლობაში არეულობა გადაიტანა. მშვიდობიან პერიოდში განხორციელებულმა ამჟამინდელმა ქმედებებმა შოკში ჩააგდო რელიგიური და პოლიტიკური ლიდერები მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში და მის ფარგლებს გარეთ. მონასტერი იერუსალიმის საპატრიარქოს ნაწილის, სინას ავტონომიური ეკლესიის იურისდიქციაშია.
წმინდა ეკატერინეს მონასტრის ბერები გლობალურ მობილიზაციის კამპანიას იწყებენ და ქრისტიანულ ეკლესიებსა და სხვა რელიგიურ ჯგუფებს მოუწოდებენ, წინააღმდეგობა გაუწიონ გადაწყვეტილებას. მონასტერი, რომელიც ცნობილია თავისი ფასდაუდებელი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობით, მართლმადიდებლური ქრისტიანობის მნიშვნელოვან სიმბოლოდ ითვლება. წმინდა ეკატერინეს მონასტრის ბედი ახლა ბეწვზე დევს, რადგან საერთაშორისო ზეწოლა იზრდება და მორწმუნეები ერთიანდებიან ქრისტიანობის ერთ-ერთი უწმინდესი ადგილის დასაცავად.
მჟკ ადრე წერდა კიევ-პეჩორის ლავრიდან ბერების განდევნის საფრთხის შესახებ.
წაიკითხეთ ასევე
საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ხორციელდება როგორც თავად ტაძარში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საერთაშორისო ჯგუფი თურქეთში 1100 წლის ქართული ეკლესიის გადარჩენას ცდილობს
ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ცდილობს, გადაარჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე, 1100 წლის ქართული ეკლესია, რომელსაც ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.
თელავში ,,ღირებულებითი განათლების" კლუბების ხელმძღვანელთა კრება გაიმართა
არაფორმალური შეხვედრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით შედგა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი ესტუმრა
წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზონი ემილიანე (რუხაია) დაესწრო.
მიტროპოლიტი იოანე პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა
22 სექტემბერს მიტროპოლიტი იოანე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.
ხაშურში საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრა შედგა
საგანმანათლებლო-შემეცნებით შეხვედრაზე ქართული ჰაგიოგრაფიისა და წმინდა ნინოს შესახებ ლექციებს ქეთევან მამასახლისი და მაკა ჩხაიძე წაიკითხავენ.